საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის 11.04.2021

საგრანტო კონკურსი ახალგაზრდებისთვის

გერმანული ფონდი "Remembrance, Responsibility and Future" გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით აცხადებს საგრანტო კონკურსს "Meet UP! Youth for Partnership" საერთაშორისო ახალგაზრდულ პროექტებზე გერმანიიდან, ბელორუსიიდან, უკრაინიდან და საქართველოდან.

კონკურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდა ევროპელებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას და ერთიანი ევროპისთვის აქტიური თანამშრომლობის გაძლიერებას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში შესაძლებელია დაფინანსება ბინაციონალური, მულტინაციონალური ღონისძიებების დასაგეგმად 14-დან 35 წლამდე ასაკის ახალგაზრდებისთვის გერმანიიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან და საქართველოდან. ამასთან, პარტნიორი ორგანიზაციის თანამშრომლებს შესაძლებლობა ეძლევათ, მონაწილეობა მიიღონ ჯობ-შადოვინგის პროგრამაში.

გრანტის ოდენობა შეადგენს 11 000-დან 40 000 ევრომდე.

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 2 მაისი.

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 06.10.2020

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)

ვრცლად
დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 25.04.2020

დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლე...

ვრცლად