
დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში
ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მიიღო გადაწყვეტილება ციფრული Zoom პლატფორმის სარგებლობის შესახებ.
აღნიშნული პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესებულების თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჩაუტარდათ შესაბამისი ტრენინგი. 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა სასწავლო აქტივობების ონლაინ განხორციელების თაობაზე.
მსგავსი სიახლეები
თჰუსა და ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის რექტორმა ვალენტინა საყვარელიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა ა(ა)იპ ტურიზმის და მენეჯ...
ვრცლადპრეზენტაცია თემაზე - არა პლაგიატს!
2020 წლის 23 ოქტომბერს 19:00 საათზე თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით პროფესორ-მასწავლებელთა და სტუდე...
ვრცლად