ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ!
ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლამ გადაწყვიტა ახალი კომპლექსური პროგრამის - „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება/გადამზადების სასერტიფიკატო პროგრამა“ - შექმნა.
პროგრამის მიზანია სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის საკითხებში ტრენერთა მომზადება ან/და გადამზადება, რათა მათ შემდგომში უზრუნველყონ სახელმწიფო ენის სწავლება, ასევე ეროვნული უმცირესობებისთვის სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო თემების შეთავაზება მათი ერთიან სახელმწიფოებრივ სივრცეში ინტეგრაციის ხელშეწყობისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისთვის.
პროგრამა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს, ასევე გულისხმობს ბენეფიციარების დასაქმებას სკოლის ბაზაზე.
პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ:
ავტორიზებული ან/და აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების ჰუმანიტარული სპეციალობის ფილოლოგიის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის მქონე ან ამავე ფაკულტეტის ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს ან/და მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული ჰუმანიტარული მეცნიერებების აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.
პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
მსმენელებს გადაეცემათ პროგრამით გათვალისწინებული სწავლის წარმატებით დასრულების შესაბამისი სერტიფიკატი.
პროგრამაზე რეგისტრაცია იწარმოებს:
14 აპრილიდან 30 მაისის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირებმა მიმართეთ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანატს:
599517304
ირინე არჯევანიძე
ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი
მსგავსი სიახლეები
ჩვენი სტუდენტი ეროვნული უსაფრთხოების თემატურ პროექტში
სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებების ფაკულტეტის ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, III კურსის სტუდენტმა, მარიამ ხუციშვილმა წარმატებით გაიარა შე...
ვრცლადვორქშოპი: „მშვიდობის შენარჩუნება: ტრავმა, დიალოგი, და მდგრადი გადაწყვეტილებების მრავალმხრივობა“
თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის...
ვრცლადტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დამტკიცებულია!
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თჰუ-ს მიერ წარდგენილი ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბ...
ვრცლად
