
გახდი წარმატებული სტარტაპი, იზრუნე კარიერულ განვითარებაზე! Startup Grind Tbilisi Georgia
2022 წლის სექტემბერში ევროპის ინოვაციის აკადემია (EIA) ქალაქ ბათუმში ახალ პროექტს იწყებს. EIA-ს პროექტის მასპინძელია; კავკასიის უნივერსიტეტი და აშშ-ს ბაზარზე წვდომის ცენტრი (USMAC).
EIA-ს პროგრამა განკუთვნილია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის (ან მათთვის, ვინც უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე სწავლება დაასრულეს მიმდინარე წელს). სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ შეისწავლონ მეწარმეობა და იზრუნონ კარიერულ განვითარებაზე. EIA-ს პროგრამა ქართველ სტუდენტებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებისგან დაკომპლექტებულ ინტერკულტურულ გუნდებთან ერთად და შეიძინონ ცოდნა და გამოცდილება, რაც მათ იდეების წარმატებულ სტარტაპებად გარდაქმნაში დაეხმარება.
EIA-ს პროექტი ხორციელდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამისა და სხვადასხვა კერძო დონორი ორგანიზაციის პარტნიორობით.
ბანაკში მონაწილეობის მსურველ სტუდენტებს შეუძლიათ შეავსონ სააპლიკაციო ფორმა მიმდინარე წლის 22 აგვისტომდე:
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე - ქვეყნის შიგნით ადგილნაცვალ პირთა სამართლებრივი დაცვის ხელისშემშლელი ფაქტორი
2019 წლის 27 ნოემბერს 13:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამართლის ფაკულტეტის ორგანიზ...
ვრცლადჩატარდება ტრენინგი თემაზე: " სამეცნიერო-საგრანტო პროექტების მომზადება".
2023 წლის 19 მაისს, 20:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ჩატარდება ტრენინგი თემაზე: " სამეცნიერო-საგრან...
ვრცლად