საჯარო ლექცია 30.12.2022

საჯარო ლექცია

    2022 წლის 24-25 დეკემბერს სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა (IISR) და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის (GYRA) მიერ, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (THU) მხარდაჭერით საერთაშორისო სამართლის სკოლა გაიმართა.

   საერთაშორისო სამართლის სკოლაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს შვიდი უნივერსიტეტის იურიდიული, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკის მეცნიერებათა ფაკულტეტების სტუდენტებმა, საჯარო მოხელეებმა, ჟურნალისტებმა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

     ექვსი მოდულისგან შემდგარი სპეციალური კურსი პრაქტიკაზე დამყარებული სწავლებით წარიმართა და მოიცვა ისეთი თემები, როგორებიცაა საერთაშორისო სამართლის ზოგადი მიმოხილვა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო და საერთაშორისო სამართალწარმოება, ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალი, თვითგამორკვევა საერთაშორისო სამართალში: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სიტუაციის ანალიზი, საქართველოს ნატოში გაწევრიანების საერთაშორისო სამართლებრივი პერსპექტივები და 2014 წლის ყირიმის ანექსია და რუსეთ-უკრაინის 2022 წლის შეიარაღებული კონფლიქტი.

   საერთაშორისო სამართლის სკოლის ფარგლებში ტრენინგებს უძღვებოდნენ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტისა და საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამის ხელმძღვანელი, გიორგი ჩაჩხიანი და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მრჩეველი და საერთაშორისო სამართლის მიმართულებით საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციის მოწვეული ტრენერი, გვანცა დოლბაია.

 

 

მსგავსი სიახლეები

2019 წლის 8 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა  სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა 12.06.2019

2019 წლის 8 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა

2019 წლის 8 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა  სამართლის ფაკულტეტის საბჭოს ს...

ვრცლად
თჰუ სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოში 18.06.2018

თჰუ სტუდენტები საკონსტიტუციო სასამართლოში

2017 წლის 15 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარული ს...

ვრცლად
კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019 19.06.2019

კურსდამთავრებულთა გამოსაშვები საღამო 2019

2019 წლის 28 ივნისს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება კურსდამთავრებულთა ს...

ვრცლად