
Europe101 უფასო დისტანციური პროგრამა ახალგაზრდა ლიდერებისთვის!
ბრიტანული ორგანიზაცია Common Purpose აცხადებს ევროპის კონტინენტზე მცხოვრები 18-დან 25 წლამდე ახალგაზრდების მიღებას ოთხკვირიანი უფასო დისტანციური პროგრამისთვის Europe101.
პროგრამა 2023 წლის მაისი-ივნისის პერიოდში განხორციელდება და მონაწილეები შეძლებენ Liquid Leadership-ის მოდელის დაუფლებას.
Europe101-ის პროგრამის შემქმნელებს შორის არიან უნგრეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გორდონ ბახნაი, Common Purpose-ის დამფუძნებელი, ჯულია მიდლტონი, Financial Times-ის რედაქტორი, ენდრიუ ჯეკი და სხვები. კურსმა უკვე გააერთიანა 946 მონაწილე ევროპის კონტინენტის 43 ქვეყნიდან.
პროგრამის დასრულების შემდეგ, წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ შესაბამის სერტიფიკატს. დეტალური ინფორმაციისა და სარეგისტრაციო ფორმის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://rb.gy/lrf6ts
მსგავსი სიახლეები
DAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში
მიმდინარე წლის 24 მარტს ჩატარდა DAAD-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ვირტუალური გამოფენა, სად...
ვრცლადსპეციალური შეთავაზება THU-ში მობილობით გადმომსვლელთათვის!
სპეციალური შეთავაზება THU-ში მობილობით გადმომსვლელთათვის:
ვრცლად