
ვიზიტი ტექნოპარკში
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სტუდენტები 2023 წლის 13 აპრილს ესტუმრნენ თბილისის ტექნოპარკს. სტუდენტებს გააცნეს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მისია. მათ დაათვალიერეს ფაბლაბის სივრცეში განლაგებული სამუშაო ოთახები: ელექტრონულ პლატებზე (PCB) კომპონენტების მონტაჟის დანადგარები, WEGSTR ელექტრონული პლატების (PCB) ჭრისა და გრავირების CNC დანადგარი, CNC რუტერი - პროგრამირებადი ჩარხი InfoTEC 2015, 3D სკანერი - Artec Spider 3D, 3D პრინტერი - Uprint SE Plus, ვაკუუმის ფორმირების დანადგარი - Formech 300XQ, ექსპოზიციები, რომლებიც მათივე თანატოლების მიერ შეიქმნა. ფაბლაბი საშუალებას აძლევს სტუდენტებს, გამოიყენონ მათ საკუთრებაში არსებული დანადგარები კრეატიული იდეებისა და ინოვაციების განსახორციელებლად.
მსგავსი სიახლეები
სილქნეტის წარმომადგენლის შეხვედრა თჰუს სტუდენტებთან
2018 წლის 10 მარტს სს "სილქნეტის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნანა თვალა...
ვრცლადონლაინ სამეცნიერო დისკუსია - ევთანაზიის სისხლისსამართლებრივი პრობლემები სამართალშედარებით ჭრილში
2021 წლის 21 აპრილს გაიმართა სამეცნიერო ონლაინ სამეცნიერო დისკუსია „ევთანაზიის სისხლისამართლებრივი პრობლემები სამართალშედარები...
ვრცლად