03.02.2019
სტუდენტთა და აბიტურიენტთა კონფერენცია
სტუდენტთა და აბიტურიენტთა კონფერენცია
თემაზე: ადამიანის უფლებები და თავისუფლებების შინაარსი და მათი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორიო დაცვის მექანიზმები
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო. კონფერენცია საშუალებას აძლევს სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებსა და აბიტურიენტებს წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომები „ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებში“
კონფერენციის სამუშაო ენაა: ქართული;
აბსტრაქტი წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
ნაშრომების წარმოდგენა განხორციელდება როგორც ზეპირი, ასევე პოსტერული პრეზენტაციის სახით.
მიიღება როგორც ინდივიდუალური, ასევე თანაავტორობით შესრულებული ნაშრომები.
ყველა მიღებული ნაშრომი გამოქვეყნდება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო მასალების კრებულში.
კონფერენციაზე რეგისტრაცია წარმოებს 2019 წლის 15 მაისის ჩათვლით.
საკონფერენციო ნაშრომის საბოლოო ვარიანტი წარმოდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს 2019 წლის 15 მაისისა. განსაზღვრული ვადების დარღვევით გამოგზავნილი ნაშრომები არ მიიღება.
სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საკონფერენციო დარბაზში, მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N31
კონფერენციის ჩატარების პერიოდი: 2019 წლის 25 მაისი;
საკონფერენციო ნაშრომები მიიღება მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. N31
ნაშრომის წარმოდგენის წესი:
მოცულობა: მინიმუმ 6 და მაქსიმუმ 15 გვერდი;
ნაშრომის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს: შესავალი, რომელიც მოიცავს ნაშრომის აქტუალობას; ძირითადი ნაწილი, რომელიც მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიასა და მიღებულ შედეგებს; დასკვნითი ნაწილი, რომელიც მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
ავტორის (ავტორების) სახელი, გვარი, უნივერსიტეტი, სკოლა.
ნაშრომთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს ინფორმაცია ნაშრომის ხელმძღვანელის შესახებ (არსებობის შემთხვევაში) და ბიბლიოგრაფია (გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა);
ნაშრომის და აბსტრაქტის გაფორმების წესი:
შრიფტი - Sylfaen;
შრიფტის ზომა - (თემის სახელწოდება, მონაწილის სახელი, გვარი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელწოდება, აკადემიური ხარისხი, ხელმძღვანელის სახელი, გვარი) - 12;
ძირითადი ტექსტი - 12.
ნაშრომის შემადგენელი ნაწილების სათაურები უნდა გაფორმდეს გამუქებული ტექსტით (BOLD);
ციტირება უნდა განხორციელდეს სტილის დაცვით: წიგნი: ავტორის გვარი, სახელი. წიგნის სახელი, ქალაქი, გამომცემლობა, თარიღი. სტატია: ავტორის გვარი, რამდენიმე ავტორის შემთხვევაში გამოყოფილი მძიმით, “სტატიის დასახელება,“ ჟურნალის დასახელება, გამოცემის ნომერი (წელი): გვერდი.
სტრიქონებს შორის ინტერვალი 1,5;
გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან;
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის სერტიფიკატი. ასევე პირველ, მეროე და მესამე ადგილზე გასულ მონაწილეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები;
მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია:
მსგავსი სიახლეები
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის
ვრცლად„მე ვსაუბრობ ქართულად“
თჰუ კვლევებისა და განვითარების ცენტრის, ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული გა...
ვრცლად