
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიების შესახებ
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 29 იანვარს N39825 კორესპონდენციით შემოვიდა ინფორმაცია ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს მიერ 2021-2022 სასწავლო წლისთვის საქართველოს მოქალაქე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის გამოცხადებული სტიპენდიების შესახებ.
სტიპენდიის მოსაპოვებლად აპლიკანტმა სააპლიკაციო განაცხადი უნდა გააგზავნოს ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოში ონლაინ ვებ-გვერდის საშუალებით მ/წ 1 თებერვლიდან 1 აპრილის ჩათვლით.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
2021 წლის 21 ივნისს შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციას შორის გაფორმდა ურთიერთთანა...
ვრცლად