ერთობლივი პროექტი მემორანდუმის  ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი 15.06.2021

ერთობლივი პროექტი მემორანდუმის ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი

დისკუსია თემაზე:  
„აბორტი - დანაშაული თუ არჩევანი“?..

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ ორგანიზებით 20 ივნისს 14:00 საათზე გამართავს ონლაინ დისკუსიას თემაზე ,,აბორტი - დანაშაული თუ არჩევანი?“
მომხსენებლები:
•    არჩილ ლორია - სამართლის დოქტორი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი
•    დავით კვერნაძე - გორის სახელმწიფო სასწავლოო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი
•    ლია ჭიღლაშვილი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, აფილირებული პროფესორი
მოდერატორები:
•    ხატია ხაბაშვილი, თემურ კოპაძე - არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორები
აღწერილობა:
აბორტის აკრძალვის მოწინააღმდეგეები ქალთა ჯანმრთელობისა და არჩევანის თავისუფლებაზე მიუთითებენ, მომხრეები კი ნაყოფის სიცოცხლის უპირატებას უსვამენ ხაზს. მოცემული დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლები, სწორედ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრებენ. დამსწრე პირებს კი საშუალება ექნებათ დასვან მათთვის საინტერესო და აქტუალური კითხვები, დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრებები და განავითარონ კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი.
დისკუსიის მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.  
მსურველებს  გთხოვთ, მიმდინარე წლის 18 ივნისის ჩათვლით გაიაროთ რეგისტრაცია შესაბამის ბმულზე: https://forms.gle/P9niq6XyFSVxBAmeA 

მსგავსი სიახლეები

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 13.02.2021

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

  შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ)...

ვრცლად
ანათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის წევრების განახლებისა და შერჩევის მიზნით, მიმართა ENQA-ს წევრ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებს კანდიდატური 13.06.2022

ანათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის წევრების განახლებისა და შერჩევის მიზნით, მიმართა ENQA-ს წევრ ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოებს კანდიდატური

უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) საერთაშორისო ექსპერტთა კორპუსის წევრების განახლებისა და შერჩევის მი...

ვრცლად