
საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტი
შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს შიდა საუნივერსიტეტო სამეცნიერო გრანტის კონკურსს შემდეგი სამეცნიერო მიმართულებების კლასიფიკატორის მიხედვით:
ა) საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ბიოლოგიის მეცნიერებები სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები);
ბ) მედიცინისა და ჯანმრთელობის მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ჯანმრთელობის მეცნიერებები, კლინიკური მედიცინა, სამედიცინო ბიოტექნოლოგია, მედიცინის სხვა დარგები;
გ) სოციალური მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ფსიქოლოგია, ეკონომიკა და ბიზნესი, განათლების მეცნიერებები, სამართალი, პოლიტიკური მეცნიერებები;
დ) ჰუმანიტარული მეცნიერებები - (ქვემიმართულება - ენათმეცნიერება და ლიტერატურა, ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია, სხვა ჰუმანიტარული მეცნიერებები;
პროექტის წარდგენის ვადაა 2023 წლის 15 ოქტომბრიდან 2023 წლის 15 ნოემბრამდე;
1. პროექტების წარდგენისათვის საჭირო დოკუმენტებია:
ა) განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
ბ) საპროექტო წინადადება;
გ) პროექტის ბიუჯეტი და გეგმა-გრაფიკი;
დ) პროექტის განმახორციელებელი პერსონალის CV, გამოქვეყნებული შრომების მითითებით. 2. პროექტებს შეაფასებს შესაბამისი კომისია, რომლის მიერ შერჩეული საუკეთესო 5 პროექტი (რანჟირებული ქულების მიხედვით) განსახილველად წარედგინოს თჰუ აკადემიურ საბჭოს;
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული
დაიწყო სტატიების მიღება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებულის გამოცემის მიზნით.
ვრცლადთბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და კარიერის დაგეგმვის ცენტრის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და კარიერის დაგეგმვის ცენტრის შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლ...
ვრცლად