
კიდევ ერთი წარმატებული პროექტი მემორანდუმის ფარგლებში - კრიტიკული და ანალიტიკური მსჯელობის უნარი
2021 წლის 20 ივნისს წარმატებით ჩატარდა დისკუსია თემაზე „აბორტი-დანაშაული თუ არჩევანი?“ ერთობლივი პროექტი, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტისა და ა(ა)იპ-ი ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ ჩართულობით საუკეთესო შედეგით დასრულდა.
საჯარო დისკუსიაზე საინტერესო მოხსენებებით წარსდგნენ სამართლის დოქტორი, პროფესორი არჩილ ლორია, გორის სახელმწიფო სასწავლოო უნივერსიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ასისტენტ-პროფესორი დავით კვერნაძე და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, აფილირებული პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.
დისკუსიას უძღვებოდნენ ა(ა)იპ-ი ,,ახალგაზრდები საზოგადოების უფლებებისათვის“ აღმასრულებელი დირექტორები ხატია ხაბაშვილი და თემურ კოპაძე. ღონისძიების მონაწილეთა შორის იყვნენ სტდუდენტები, ადვოკატები და პრაქტიკოსი იურისტები.
სადისკუსიო თემის ირგვლივ არ ცხრებოდა ინტერესი და კამათი აბორტის აკრძალვის, ნაყოფის სიცოცხლის უპირატესობისა და სქესის მიხედვით აბორტის დაგეგმვის ფაქტებზე. დასმული კითხვები გაშუქდა როგორც სამართლებრივ ჭრილში, ისე ქალის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული, ფსიქო-ემოციური პრობლემების გათვალისწინებით.
შეხვედრის დასასრულს გაჩნდა სურვილი აღნიშნულ თემატიკასთან მიმართებით ფართო ფორმატის დისკუსია-დებატების დაგეგმვის, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სამართლის, ჯანდაცვისა და ფსიქოლოგიის მიმართულების სპეციალისტები.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე
2020 წლის 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის...
ვრცლადმასწავლებელთა დაკვირვებისა და სწავლების პროგრამა (TOMP)
აშშ-ს საელჩომ საქართველოში გამოაცხადა ახალი საგრანტო პროგრამა. მასში მონაწილეობა შეუძლიათ აშშ-სა და საქართველოს არაკომერციულ, არასამთავრობ...
ვრცლად