საერთაშორისო კონფერენცია (LBIS) თემაზე - განვითარებადი პერსპექტივები სოციალურ მეცნიერებაში 15.09.2021

საერთაშორისო კონფერენცია (LBIS) თემაზე - განვითარებადი პერსპექტივები სოციალურ მეცნიერებაში

2021 წლის 9,10,11 სექტემბერს ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა სამართლის, ბიზნესისა და ინოვაციის კვლევების (LBIS) საერთაშორისო კონფერენცია თემაზე, -  „განვითარებადი პერსპექტივები სოციალურ მეცნიერებაში" (ორგანიზატორი დიდი ბრიტანეთი, გაერთიანებული სამეფო, ლონდონი).

აღნიშნულ ღონისძიებას სტუმრის სტატუსით ესწრებოდა თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.

(LBIS) კონფერენციაში მონაწილეობდნენ მაღალი რანგის მეცნიერები და მკვლევარები მსოფლიოს 18 წამყვანი ქვეყნიდან,- სამართლის, ბიზნესისა და ინოვაციების კვლევების მიმართულებით.

სამუშაო ჯგუფები დაყოფილი იყო სექციებად, სფეროების მიხედვით. შეხვედრაზე, მსმენელთა მხრიდან დაისვა არაერთი კრიტიკული შეკითხვა, დისკუსიის ფორმატში კონფერენციის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს ახალი  მოსაზრებები და იდეები სოციალური მეცნიერებების პერსპექტიულ განვითარებასთან მიმართებით.

კონფერენციაზე წარმოდგენილი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნდება სხვადასხვა საერთაშორისო ინდექსირებულ ჟურნალში, მათ შორის SSCI, ESCI და Scopus– ში.

 

https://lbisconference.com/

მსგავსი სიახლეები

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები 09.04.2021

სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია: ფსიქოლოგია და თანამედროვე გამოწვევები

გაცნობებთ, რომ 11 მაისს 10:00 საათზე საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში გაიმართება სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენც...

ვრცლად
2021 წლის 27 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია 11.02.2021

2021 წლის 27 თებერვალს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

2021 წლის 27 თებერვალს სამეცნიერო-სასწავლო ცენტრი „ELGER“-ი და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივ...

ვრცლად