ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში 03.11.2021

ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე - აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი ორგანიზაცია „სამართლის მეცნიერთა კავშირი“  2021 წლის 18 ნოემბერს 19:00 სთ-ზე გამართავს ონლაინ საერთაშორისო დისკუსიას თემაზე “აუცილებელი მოგერიების და უკიდურესი აუცილებლობის აქტუალური საკითხები სისხლის სამართალში“.

მომხსენებლები:

გუსტავო ბალმასედა ჰოიოს (ჩილე) - სალამანაკას უნივერსიტეტის (ესპანეთი) სამართლის დოქტორი, პროფესორი, სისხლის სამართლის მიმართულებით, ჩილეს სამართლის შემსწავლელთა ცენტრის აკადემიური დირექტორი, ადვოკატი, 40-მდე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

კახა წიქარიშვილი (საქართველო) - სამართლის მეცნიერთა კავშირის წევრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი.

„სამართლის მეცნიერთა კავშირი“ და საერთაშორისო ჟურნალი „სამართლის მაცნე“ ღონისძიებაზე დასასწრებად იწვევს სამეცნიერო წრეების, უნივერსიტეტებისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე პრაქტიკოს იურისტებს, ადვოკატებს, მოსამართლეებსა და პროკურორებს.

დისკუსია გაიმართება საპილოტე პროქტ „ონლაინ სამეცნიერო დისკუსიების“ ფარგლებში.

დისკუსიაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ დარეგისტრირდნენ მითითებულ ბმულზე,  2020 წლის 17 ნოემბრამდე:

https://docs.google.com/forms/d/1OANMZ1YxQzpUrccxJpu1rCGMzoDrcylOuhzeW6NdsgE

მსგავსი სიახლეები

2019 წლის 28  მაისს ჯანდაცვის  ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: ბიოეთიკის საფუძვლები 04.06.2019

2019 წლის 28 მაისს ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: ბიოეთიკის საფუძვლები

2019 წლის 28  მაისს ჯანდაცვის  ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: &b...

ვრცლად
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება ონლაინ ვებინარი 04.04.2021

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება ონლაინ ვებინარი

ვებინარის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენის თანამედროვე და გააზრებულ...

ვრცლად