ხშირად დასმული კითხვები

ეთიკური ქცევის წესები, პლაგიატისგან თავის არიდება და სტუდენტის ვალდებულებები

 

1. რა ვალდებულებას აკისრებს უნივერსიტეტი სტუდენტს?

 

სტუდენტი ვალდებულია თჰუ–ს მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას თჰუ–ს დებულება, ეს შინაგანაწესი, შეასრულოს თჰუ–ს სხვა შიდა რეგულაციური აქტები, მათ შორის თჰუ წარმომადგენლობითი და აკადემიური საბჭოების გადაწყვეტილებები, თჰუ რექტორის ბრძანებები, ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებები, საგანმანათლებლო მომსახურების შესახებ თჰუ–სთან გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

2. რას მოიცავს სტუდენტის ეთიკური ქცევის წესები?

 

1. სტუდენტი ვალდებულია დაიცვას უნივერსიტეტში მოქმედი შიდარეგულაციური წესები, სასწავლო დისციპლინა და საკუთარი ქცევით ხელი შეუწყოს უნივერსიტეტში იმიჯის ამაღლებას.

2. სტუდენტი უნდა მოუფრთხლდეს უნივერსიტეტის მატერიალურ–ტექნიკურ ფასეულობებს, საბიბლიოთეკო ფონდებს, კომპიუტერებს და ა.შ.

3. სტუდენტს ეკრძალება:

ა) არაფხიზელ მდგომარეობაში უნივერსიტეტში ყოფნა;

ბ) ტოქსიკური და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება.

4. სტუდენტის მიერ სტუდენტური ეთიკის ნორმების დარღვევად ჩაეთვლება, შემდეგი ქმედებები:

ა) სხვა სტუდენტებთან უცენზური ვერბალურ კამათში შესვლა;

ბ) სხვა სტუდენტებთან ფიზიკური კონფლიქტების წამოწყება ან/და ასეთ კონფლიქტში ჩაბმა;

გ) უცენზურო ლექსიკის გამოყენება უნივერსიტეტის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელებში;

დ) მეცადინეობაზე მობილური ტელეფონით სარგებლობა;

ე) მეცადინეობებზე ისეთი ქცევა, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესის მონაწილეებს – ლექტორს, სხვა სტუდენტებს;

ვ) აკადემიური პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;

ზ) ადმინისტრაციული პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;

თ) დამხმარე პერსონალისათვის შეურაცხყოფის მიყენება;

ი) სხვა ისეთი ქმედება, რომელიც ხელს უშლის სასწავლო პროცესს, აკნინებს მას ან უნივერსიტეტის იმიჯს;

კ) თამბაქოს შეზღუდვის წესის დარღევა.

5. სტუდენტს ეკრძალება სასწავლო აქტივობისას სხვისი ნაშრომის გამოყენება (პლაგიატი), გადაწერა (ე.წ. „შპარგალკის“ გამოყენება) ან კარნახი – ცოდნის შემოწმების პროცესში. ამ დაუშვებელი ხერხების გამოყენებით წარმოდგენილი ნაშრომი არ ექვემდებარება შეფასებას.

 

3. რა არის პლაგიატი?

 

პლაგიატი არის აკადემიური პერსონალის და/ან სტუდენტის მიერ განზრახვით ან გაუფრთხილებლობით სხვისი ნაშრომის/მისი ნაწილის საკუთრად წარმოჩენა/გამოყენება ან/და გავრცელება ავტორის/წყაროს შესაბამისი მითითების გარეშე. პლაგიატი სხვადასხვა ფორმა არსებობს, მათ შორის: ა) პირდაპირი პლაგიატი - სხვისი ინტელექტუალური შრომის შედეგის ტექსტის, იდეის, კონცეფციის, ვიზუალური ან აუდიო მასალის, ნებისმიერი სახის მონაცემების გამოყენება და გავრცელება ავტორის მითითების გარეშე; ბ) პერაფრაზირებული პლაგიატი - სხვისი აზრის საკუთარი სიტყვებით გადმოცემა ავტორის მითითების გარეშე; გ) მოზაიკური პლაგიატი - სხვადასხვა წყაროდან აღებული მოსაზრებების გაერთიანება ისე, რომ არ იყოს მითითებული ცალკეული ავტორები; დ) პლაგიატი დაუდევრობით - ციტირების წესის დარღვევა დაუდევრობის გამო; ე) თვითპლაგიატი - პირის მიერ მისი ნაშრომის ან ნაშრომის მნიშვნელოვანი ნაწილების ორჯერ ან მეტჯერ წარდგენა/გამოქვეყნება საკუთარი ნაშრომის ციტირების ან შესაბამისი მითითებისა და უფლების მოპოვების გარეშე.

 

4. როგორ ავარიდო თავი პლაგიატს?

 

პლაგიატის პრევინციის მიზნით, უნივერსიტეტში იმართება ცნობიერების ასამაღლებელი სხვადასხვა ღონისძიება, მათ შორის ტრეინინგები, სემინარები, სამუშაო შეხვედრები. გარდა ამისა, უნივერსიტეტში ყველა საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა ითვალისწინებს სასწავლო კურსებს აკადემიურ წერაში, რომლებიც მოიცავს აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის საკითხებსა და პლაგიატის თავიდან არიდების გზებს. დამატებით, პლაგიატის პრევენციის მიზნით უნივერსიტეტში მოქმედებს ანტიპლაგიატის ელექტრონული პროგრამა, სადაც ხდება საკვალიფიკაციო ნაშრომების (საბაკალავრო ნაშრომი, სამაგისტრო ნაშრომები და ა.შ.) პლაგიატზე შემოწმება.

 

5. როგორ ხდება პლაგიატის აღმოჩენა?

 

პალგიატის აღმოჩენა ხდება საგანმანათლებლო პროგრამის აკადემიური პერსონალის, ნაშრომის ხელმძღვანელის, რეცეზენტის ან/და უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალის მიერ, რა დროსაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ტექსტის ამომცნობი ელექტრონული პროგრამა.

 

6. რა სანქციები მოქმედებს სტუდენტის მიმართ პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში?

 

საბაკალავრო/სამაგისტრო ნაშრომში პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში, სტუდენტს უბრუნდება ნაშრომი და ერთჯერადად ეძლევა გონივრული ვადა მის გამოსასწორებლად. ხელმეორედ პლაგიატის დადასტურების შემთხვევაში, ნაშრომი არ ფასდება, სტუდენტს ეძლევა შესაძლებლობა ნაშრომი წარმოადგინოს შემდეგ სემესტრში.

 

7. რა რეგულაციები მოქმედებს პლაგიატთან დაკავშირებით?

 

შინაგანაწესისა და ეთიკური ქცევის წესების გარდა, თჰუ-ში 2020 წლის 16 იანვარს აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცდა და ამოქმდდა „შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერების დაცვის, პლაგიატის პრევენციის, აღმოჩენისა და რეაგირების წესი“. წესი გამოხატავს უნივერსიტეტის ხედვას, პოლიტიკას აკადემიური კეთილსინდისიერების ზოგადი პრინციპების დაცვის კუთხით, განსაზღვრავს აკადემიური კეთილსინდისიერების დარღვევის ფორმებს, პლაგიატის პრევენციისა და დეტექციის საშაულებებს, გასაჩივრებისა და აპელაციის პროცედურებს და ა.შ.

პრეზენტაცია - პლაგიატი

საუნივერსიტეტო რეგულაცია http://thu.edu.ge/uploads/files/wesebi/Plagiati.pdf

 

8. სად შეიძლება ვნახოთ უნივერსიტეტის შინაგანაწესი?

 

უნივერსიტეტის შინაგანაწესი ატვირთულია უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სისტემასა და უნივერსიტეტის ვებ გვერდზე: http://thu.edu.ge/

 

9. რა დისციპლინური სანქცია შეიძლება დაეკისროს სტუდენტს თჰუ-ს შინაგანაწესის დარღვევისათვის?

 

სტუდენტის მიერ უნივერსიტეტის დებულებისა და შინაგანაწესის დარღვევის ჩადენის დადასტურების შემთხვევაში, სადისციპლინო კომისია შუამდგომლობს უნივერსიტეტის რექტორის წინაშე (წარუდგენს საკუთარ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას საკითხის განხილვის შესახებ, აგრეთვე რექტორის ბრძანების პროექტს), შემდეგი ერთ–ერთი დისციპლინური სანქციის გამოყენების თაობაზე:

ა) გაფრთხილება (ძირითადი);

ბ) მკაცრი გაფრთხილება (ძირითადი);

გ) მიყენებული ზიანის/ზარალის ანაზღაურება, თუ ასეთს ადგილი ჰქონდა (დამატებითი);

დ) უკანასკნელი გაფრთხილება (ძირითადი - 1 სასწავლო სემესტრის მანძილზე – განმეორებითი დარღვევისას, გაფრთხილების ან მკაცრი გაფრთხილების შემდეგ);

ე) სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა (უნივერსიტეტიდან გარიცხვა) – გამოიყენება უკიდურესად მძიმე ან უხეში დარღვევისას, რა დროსაც სტუდენტის მიერ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება, შეუძლებელს ხდის სხვათა უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვას ან/და სასწავლო პროცესის წარმართვას.

 

სტუდენტის მიმართ დისციპლინური დევნის საქმის წარმოების პერიოდში სტუდენტის სასწავლო პროცესში მონაწილეობის შეზღუდვის, როგორც დროებითი ღონისძიების გამოყენება დაიშვება, თუ მისი სასწავლო პროცესში მონაწილეობა საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას, სასწავლო პროცესის წარმართვას; სტუდენტის სასწავლო პროცესთან დაშვების დროებითი შეზღუდვა შესაძლებელია სადისციპლინო კომისიის გადაწყვეტილებით.

 

10. რაში მდგომარეობს თამბაქოს შეზღუდვის მოთხოვნები თჰუ-ში?

 

1. აკრძალულია შპს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შენობა-ნაგებობებში თამბაქოს მოხმარება/მოწევა, თამბაქოს მოხმარების შედეგად არსებული კვამლის, ფერფლის, ნამწვის არსებობა, აგრეთვე ჩილიმის განთავსება.

2. შენობა-ნაგებობა ამ აქტში გამოიყენება „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული მნიშვნელობით.

3. შენობა-ნაგებობების ყველა შესასვლელში და სხვა თვალსაჩინო ადგილას განთავსებულია თამბაქოს მოწევის აკრძალვასთან/შეზღუდვასთან დაკავშირებული შესაბამისი წარწერა და ნიშანი თამბაქოს მოწევის აკრძალვის/შეზღუდვის თაობაზე.

4. თამბაქოს მოხმარების აკრძალვის დარღვევა, გამოიწვევს დამრღვევის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დარღევვას შედეგად მოჰყვა კომპანიის დაჯარიმება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1711 მუხლის შესაბამისად, გამოიწვევს დამატებით დამრღვევის პასუხისმგებლობას დაჯარიმების ფორმით (მაგალითად, ხელფასიდან შესაბამისი თანხის დაკავებით ადმინისტრაციული ჯარიმის ოდენობის თანხის დასაფარად).

 

სასწავლო პროგრამასთან დაკავშირებული კითხვები

 

11. რა არის კრედიტი?

 

კრედიტი არის საგანმანათლებლო პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგებუს მისაღწევად განსაზღვრული დრო, რომელიც მოიცავს საკონტაქტო და დამოუკიდებელ საათებს. ერთი კრედიტი უტოლდება 25 საათს.

 

12. რამდენი კრედიტის დაგროვება შემიძლია ერთი აკადემიური სასწავლო წლის განმავლობაში?

 

საგანმანათლებლო პროგრამის და/ან სტუდენტის ინდივიდუალური სასწავლო პროგრამის თავისებურებების გათვალისწინებით სტუდენტის სასწავლო დატვირთვა ერთი აკადემიური წლის განმავლობაში როგორც წესი, უნდა შეადგენდეს 60 (ECTS) კრედიტს, თუმცა შეიძლება იყოს 60 (ECTS) კრედიტზე ნაკლები, ან აღემატებოდეს 60 (ECTS) კრედიტს, მაგრამ არაუმეტეს 75 (ECTS) კრედიტისა.

 

 

13. რა ხანგრძლივობის არის ერთი აკადემიური სემესტრი?

 

ერთი აკადემიური სემესტრის ხანგრძლივობა არის 20 სასწავლო კვირა, რომელიც მოიცავს სასწავლო კვირათა ერთობლიობას, დამატებითი გამოცდის ჩატარებისა და დამატებით გამოცდაზე/ებზე სტუდენტის მიღწევის შეფასების პერიოდს.

 

აკადემიურ და ადმინისტრაციულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვები

 

14. რა პერიოდში ხდება აკადემიური რეგისტრაცია?

 

აკადემიური რეგისტრაცია იწყება აკადემიური სემესტრის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე და აკადემიური სემესტრის დაწყებიდან 2 კვირის მანძილზე. განსხვავებული ვადები შეიძლება დადგინდეს ერთიანი ეროვნული გამოცდების ან საერთო სამაგისტრო გამოცდების გავილის გარეშე ჩარიცხული სტუდენტების, მობილობით მოსარგებლე სტუდენტებისთვის, გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებისთვის.

 

15. ვის მივმართო სასწავლო პროცესში წარმოქმნილი პრობლემების შემთხვევაში (მაგ. საგნების არჩევა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესახებ დაკავშირებული კითხვები და სხვ.)?

 

სასწავლო პროცესში წარმოქმნილი ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ:

ნანა ბიჩენოვი:

სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

ტელ.: 597 540 096

ელ. ფოსტა: nanabichenovi86@gmail.com

ოთახი: N2

 

ეთერ ირემაძე:

სამართლის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი

ტელ.: 579 540 045

ოთახი: N22

 

ანა პაპავა (ქართული სექტორი)

ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი

ტელ.: 577 587 776

ოთახი: N27

 

თათია ბართავა (რუსული სექტორი)

ჯანდაცვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი

ტელ.: 598 159 084

ოთახი: N27

 

გაიანე გრიგორიანი

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის კოორდინატორი

ტელ.: 579540033

ოთახი: N5

 

ნატო გიუნაშვილი

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი

ტელ.: 574 100 005

ოთახი: N23

 

16. როდის და როგორ ვიხდი სწავლის საფასურს?

 

სწავლის დაწყებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში სტუდენტი იხდის მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის ნაწილს. აბიტურიენტმა, რომელმაც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე მოიპოვა სწავლის გაგრძელების უფლება, აკადემიური რეგისტრაციის გასავლელად, სწავლის დაწყებამდე 10 დღით ადრე უნდა გადაიხადოს მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასურის ნაწილი. დარჩენილ თანხას აბიტურიენტი/სტუდენტი ფარავს სემესტრის დასრულებამდე.

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ ახერხებს სემესტრული გადასახადის ნაწილის გადახდას 10 სამუშაო დღის ვადაში, შესაძლებელია განხილულ იქნეს თანხის ეტაპობრივად გადახდის საკითხი. ამისთვის სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს.

 

17. სად შეიძლება მოვიპოვო ინფორმაცია აკადემიური კონსულტაციის განრიგის შესახებ?

 

აკადემიური კონსულტაციის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია სტუდენტთა ელექტრონულ ბაზაში და უნივერსიტეტის საინფორმაციო დაფაზე.

 

სტუდენტთა მხარდაჭერის სერვისებთან დაკავშირებული კითხვები

 

18. რა არის საკონსულტაციო საათი?

 

საკონსულტაციო საათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელ პირთან საკონტაქტოდ გამოყოფილი დროა, რომელიც არ წარმოადგენს სუდენტის დატვირთვას და არ შედის სასწავლო კურსისთვის განკუთვნილი კრედიტების მოცულობაში.

 

19. რამდენი საკონსულტაციო საათია გამოყოფილი სტუდენტისთვის?

 

საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსის ფარგლებში კვირეულად გამოყოფილია 2 საკონსულტაციო საათი.

 

20. როდის და როგორ შემიძლია ვისარგებლო საკონსულტაციო საათებით?

 

საკონსულტაციო საათებით სარგებლობა შეუძლია თჰუ-ის ყველა სტუდენტს საგანმანათლებლო პროგრამის კომპონენტის განმახორციელებელ პირთან (აკადემიურ პერსონალთან) წინასწარი შეთანხმების საფუძველზე.

 

21. სოციალურად მოწყვლადი სტუდენტების მხარდაჭერის რა სერვისები არსებობს?

 

სოციალურად მოწყვლადი, მაღალი აკადემიური მიღწევების მქონე სტუდენტების მხარდაჭერის მიზნით უნივერსიტეტს დაწესებული აქვს სტიპენდია.

სტიპენდია ინიშნება ყოველ სემესტრში წინა სასწავლო სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, შერჩევის საფუძველზე. შერჩევას ახორციელებს ფაკულტეტის საბჭო, რის შედეგადაც გამოიცემა რექტორის ბრძანება.

სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებმა შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდეგ, შესაძლებელია მოიპოვონ შეღავათი სასწავლო ტარიფის შემცირების სახით, რომლის ოდენობაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განისაზღვრება ინდივიდუალურად, რექტორის მიერ ბრძანების გამოცემის გზით.

 

22. როგორ ხდება საუნივერსიტეტო სტიპენდიის დანიშვნა?

 

საუნივერსიტეტო სტიპენდია ენიშნებათ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებმაც აკადემიური სემესტრი წარჩინებით დაასრულეს.

 

შეფასებასთან და გამოცდებთან დაკავშირებული კითხვები

 

23. როგორია შეფასების სისტემა?

 

შეფასების საერთო ქულა არის 100; შეფასების საერთო ქულიდან (100 ქულა) შუალედური შეფასებ(ებ)ის ხვედრითი წილი შეადგენს ჯამურად 60 ქულას (60%), ხოლო დასკვნითი შეფასებიდ ხვედრითი წილია 40 ქულა (40%).

უნივერსიტეტში მოქმედებს შეფასების ერთიანი სისტემა, რომელიც უშვებს:

ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:

91-100 ქულა - (A) ფრიადი

81-90 ქულა - (B) ძალიან კარგი

71-80 ქულა - (C) კარგი

61-70 ქულა - (D) დამაკმაყოფილებელი

51-60 ქულა - (E) საკმარისი

ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:

41-50 ქულა (FX) ვერ ჩააბარა (სტუდენტს ეძლევა უფლება დამატებით გამოცდაზე გავიდეს)

40-0 ქულა (F) სტუდენტის ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და საგანი ახლიდან უნდა შეისწავლოს.

 

24. როგორ შემიძლია აღვადგინო საპატიო მიზეზით გაცდენილი შუალედური/ფინალური გამოცდა?

 

სტუდენტმა, საპატიო მიზეზით გამოტოვებული გამოცდის აღდგენის უფლების მოსაპოვებლად, განცხადებით უნდა მიმართოს დეკანს. დეკანი, სტუდენტთან და სასწავლო დისციპლინის ლექტორთან შეთანხმებით იღებს გადაწყვეტილებას აღდგენითი გამოცდის დანიშვნის თარიღის თაობაზე. შუალედური გამოცდის აღდგენა დასაშვებია დასკვნითი გამოცდების დაწყებამდე; დასკვნითი გამოცდის აღდგენა დასაშვებია დამატებითი გამოცდისათვის განსაზღვრულ პერიოდში; დასკვნითი გამოცდის აღდგენა დასაშვებია საგამოცდო სესიის დასრულებამდე.

 

25. რა შემთხვევაში ითვლება გაცდენილი შუალედური/ფინალური გამოცდა საპატიოდ?

 

საპატიო მიზეზებია:

ა) დოკუმენტურად დადასტურებული ავადმყოფობა;

ბ) სასწავლო მივლინებაში ყოფნა, რაც დადასტურებულია თჰუ რექტორის ბრძანებით;

გ) საჯარო, მათ შორის, სასამართლო დაწესებულებებში გამოცხადების კანონით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება;

დ) სხვა საპატიო მიზეზი (მაგალითად, ავტოსაგზაო შემთხვევა, ოჯახური ძალადობის ფაქტი და სხვ.), რომელიც ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს დეკანისა და სასწავლო დისციპლინის ლექტორის მიერ.

 

26. რა არის ფინალურ გამოცდაზე დაშვების წინაპირობა?

 

ფინალურ გამოცდაზე დაშვების უფლების მოსაპოვებლად, სტუდენტმა შუალედური შეფასებიდან (60 ქულა) უნდა დააგროვოს სილაბუსით მიერ განსაზღვრული მინიმალური ქულა. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით შესაბამისი საგნის სილაბუსს.

 

27. რა არის ფინალურ გამოცდაში მიღებული შედეგის მინიმალური ზღვარი?

 

დასკვნითი შეფასების მინიმალური კომპეტენციის ზღვარი არის 20 ქულა. უფრო ზუსტი ინფორმაციისთვის მიმართეთ შესაბამისი საგნის სილაბუსს.

 

28. როგორ მოვიქცე, თუ მიღებული შეფასებით უკმაყოფილო ვარ?

 

მიღებული შეფასების გასაჩივრების 2 ეტაპი არსებობს: 1. ლექტორთან მიმართვის საფუძველზე ნაშრომის თავიდან გასწორება; 2. სააპელაციო საჩივრის კომისიის მიერ განხილვა.

1. ლექტორთან მიმართვის საფუძველზე ნაშრომის თავიდან გასწორება: შუალედურ და დასკვნით გამოცდაზე მიღებული შეფასება სტუდენტის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს შეფასების თაობაზე ინფორმაციის მიღებიდან 48 საათში სტუდენტის პერსონალური გვერდის გამოყენებით ელექტრონულად ან ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორთან შესაბამისი წერილობითი განცხადების შეტანის გზით; ფაკულტეტი სტუდენტის მოთხოვნისთანავე ვალდებულია შუალედურ ან/და დასკვნით შეფასებაზე დაუთანხმებლობის შემთხვევაში დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მიმართვიდან 24 საათისა, უზრუნველყოს სტუდენტისათვის მის მიერ შესრულებული და ლექტორის მიერ გასწორებული ნაშრომის გაცნობა; სტუდენტის საჩივარი რეაგირებისათვის გადაეცემა სასწავლო დისციპლინის წამყვან ლექტორს (გამსწორებელს) განსახილველად საჩივრის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში; გამსწორებელი ვალდებულია საჩივრის მიღებიდან მომდევნო 24 საათის განმავლობაში განიხილოს საჩივარი და საგამოცდო ნაშრომის ხელმეორედ შემოწმების გზით მიიღოს შემდეგი ერთ-ერთი გადაწყვეტილება:

ა) საჩივარი არ დააკმაყოფილოს;

ბ) საჩივარი დააკმაყოფილოს სრულად (აამაღლოს ქულა, მოთხოვნილი ოდენობით);

გ) საჩივარი დააკმაყოფილოს ნაწილობრივ (აამაღლოს ქულა ნაწილობრივ);

2. სააპელაციო საჩივრის კომისიის მიერ განხილვა: იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი არ ეთანხმება გამსწორებელი ლექტორის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, უფლებამოსილია დაწეროს სააპელაციო საჩივარი; სააპელაციო საჩივარის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში ფაკულტეტის დეკანი ქმნის სააპელაციო საჩივრის განმხილველ კომისიას არანაკლებ 3 წევრის შემადგენლობით, რომელთაგან ერთი - თავად გამსწორებელი ლექტორია, ხოლო სააპელკაციო კომისიის თავმჯდომარე თანამდებობრივად შეიძლება იყოს: ფაკულტეტის დეკანი, დეკანის მოადგილე, საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელი. სააპელაციო კომისიის მესამე წევრი აუცულებლად უნდა იყოს იმ პროფილის სპეციალისტი, რა პროფილის საგანშიც გასაჩივრებულია შუალედური/დასკვნითი შეფასება; სააპელაციო კომისია ზემოთ განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას ღებულობს ხმათა უმრავლესობით, 48 საათის განმავლობაში; კენჭისყრისას კომისიის არც ერთ წევრს არ აქვს თავის შეკავების უფლება; სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ საჩივრდება. სააპელაციო კომისიის გადაწყვეტილება სტუდენტს ეცნობება სტუდენტის პერსონალური გვერდის მეშვეობით ელექტრონულად, ხოლო თუ იგი ესწრება სააპელაციო კომისიის სხდომას, სააპელაციო კომისიის სხდომაზე, გამოცხადებით. გამოცხადებული გადაწყვეტილება აისახება საგამოცდო უწყისში.

 

სტატუსის მოპოვება/შეჩერება/შეწყვეტა

 

29. რა შეიძლება იყოს სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველი?

 

სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძველია:

ა) აკადემიური შვებულება, რომელიც სტუდენტს ეძლევა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, არაუმეტეს 5 წლისა, უცხოეთში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უცხოეთში სწავლის ვადით (გარდა გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლისა); უცხოეთში სწავლა დადასტურდებულ უნდა იქნას დოკუმენტურად, სემესტრულად;

ბ) სავალდებულო სამხედრო სამწყობრო სამსახურში გაწვევის გამო (სათანადო დოკუმენტით დადასტურებული);

გ) დოკუმენტურად დადასტურებული ხანგრძლივი ავადმყოფობის შემთხვევაში;

დ) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, სტუდნეტის განცხადების საფუძველზე;

ე) ადმინისტრაციული ან/და აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის შემთხვევაში, შესაბამისი სემესტრის ვადით;

ვ) სტუდენტსა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის საგანმანათლებლო მომსახურების თაობაზე გაფორმებული ხელშეკრულების არსებითი პირობის/პირობების, მათ შორის ფინანსური ვალდებულებების (სწავლის საფასურის გადაუხდელობა) დარღვევის შემთხვევაში;

ზ) თუ გაუქმდა ან შეიცვალა თჰუ-ში რეალიზებული ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის სტუდენტიც არის პირი, უნივერსიტეტის მხრიდან მისი შემდგომი განათლების უზრუნველყოფით, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად;

თ) სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმკვეთის ღონისძიებად შეფარდებულია ისეთი საშუალება, რომელიც შეუძლებელს ხდის მის მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ან თუ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე, იმყოფება სასჯელის აღსრულების დაწესებულებაში;

ი) ზედიზედ 4 სასწავლო კვირის მანძილზე, სასწავლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობის შემთხვევაში;

კ) საგანმანალთელბლო პროგრამით გათვალისწინებული სავალდებულო სასწავლო დისციპლინის მესამედ გავლის, უარყოფითი შეფასების მიღებისა და სასწავლო დისციპლინაში შესაბამისი კრედიტების მოუპოვებლობის შემთხვევაში, თჰუ-ს სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე ან/და სხვა უსდ-ში მობილობით გადასვლის წინადადების მიცემით, საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პროგრამის სტუდენტების შემდგომი განათლებით უზრუნველყოფის წესის შესაბამისად.

 

30. რა შეიძლება იყოს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი?

 

სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლებია:

ა) საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება მოცემულ საფეხურზე;

ბ) პირადი განცხადება;

გ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში 5 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სტატუსის შეჩერება;

დ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შინაგანაწესით, ეთიკური და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმებით გათვალისწინებული სტუდენტის სტატუსთან შეუთავსებელი ქმედების განხორციელება, რასაც მოჰყვა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად განსაზღვრული პროცედურები სტუდენტის სტატუსის შესაწყვეტად;

ე) გარდაცვალება ან ასეთად სასამართლოს მიერ ცნობა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საფუძვლები.

 

31. როგორ ხდება სტუდენტის სტატუსის აღდგენა?

 

სტატუსშეჩერებული/სტატუსშეწყვეტილი სტუდენტი უფლებამოსილია საკუთარი განცხადების საფუძველზე ან/და სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემთხვევაში, აღიდგინოს სტუდენტის სტატუსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ვადებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი შეუთავსებელია თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის დებულებასა და შინაგანაწესთან;

სტუდენტის სტატუსის აღდგენა ხორციელდება იმ სემესტრიდან, რომლიდანაც შეუჩერდა/შეუწყდა სტუდენტის სტატუსი;

სტუდენტის სტატუსის აღდგენა სემესტრის მიმდინარეობისას პირადი განცხადების საფუძველზე, დაიშვება სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლის აღმფხვრის შემთხვევაში, თუ შესაძლებელია მიმდინარე სემესტრის ფარგლებში აკადემიური შედეგების მიღწევა.

 

32. დამატებით სემესტრზე რეგისტრაციის შემთხვევაში რა იქნება სწავლის საფასური?

 

დამატებითი სემესტრის/სემესტრების სწავლის საფასური განისაზღვრება დეკანის წარდგინების საფუძველზე, შესასწავლი სასწავლო კურსის/კურსების კრედიტების შესაბამისად, თჰუ რექტორის ბრძანების საფუძველზე; სასწავლო კრედიტის საფასური განისაზღვრება საგნისათვის მინიჭებული კრედიტის შესაბამისად, შემდეგი ფორმულით: მიმდინარე წლიური გადასახადი იყოფა წლიური კრედიტის რაოდენობაზე (სტანდარტულად - 60), რის შედეგად მიიღება 1 კრედიტის საფასური.

 

მობილობასთან დაკავშირებული კითხვები

 

33. რა არის გარე მობილობა?

 

გარე მობილობა არის ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლა.

 

34. როდის და რა ვადებში ხორციელდება სტუდენტთა გარე მობილობა?

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან სტუდენტის გადასვლა და ამავე უნივერსიტეტში სტუდენტის გადმოსვლა – მობილობა წარმოებს კალენდარული წლის განმავლობაში ორჯერ შემოდგომის და გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებითა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შიდა სამართლებრივი აქტების შესაბამისად სსიპ "განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" დირექტორის სამართლევბრივი აქტებით დადგენილ ვადებში.

 

35. სად შეიძლება მოვიპოვო დეტალური ინფორმაცია გარე მობილობის შესახებ?

 

გარე მობილობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ესტუმროთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდს:

https://eqe.ge/geo/faq/category/12

 

36. რა არის შიდა მობილობა?

 

შიდა მობილობა არის ერთი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო პროგრამაზე გადასვლა, იმავე უნივერსიტეტში, სადაც სტუდენტი ჩარიცხულია.

 

37. როდის ცხადდება შიდა მობილობა?

 

შიდა მობილობს ცხადდება წელიწადში ორჯერ, სემესტრის დაწყებამდე, ასევე თჰუ რექტორის ბრძანების საფუძველზე, შიდამობილობის შესახებ სტუდენტთა განცხადებების არსებობის შემთხვევაში.

 

38. შიდა მობილობის გამოცხადების მომენტისთვის სტუდენტის სტატუსი შეჩერებული მაქვს, შემიძლია ამ შემთხვევაშიც მივიღო მონაწილეობა?

 

დიახ, შეგიძლიათ.

 

39. როგორ ხდება სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება?

 

მობილობის მსურველი პირი სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერს წარუდგენს მის სახელზე გაცემულ ნიშნების ფურცელს, რომელშიც მითითებული იქნება მის მიერ გავლილი სასწავლო კურსების სახელწოდება, კრედიტების რაოდენობა და მიღებული შეფასება. სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი ნიშნების ფურცელს გადასცემს ფაკულტეტის დეკანს.

შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს სტუდენტის მიერ გავლილი და თჰუ-ს მიმღები ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შესაბამისობა:

ა) მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად;

ბ) თუ ერთი და იგივე სასწავლო კურსისთვის თჰუ-ს მიმღები ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულია იგივე ან ნაკლები ECTS კრედიტი მცირედი სხვაობით, ვიდრე იმ უსდ-ს პროგრამით, საიდანაც გადმოდის სტუდენტი;

დასაშვებია იმ სასწავლო კურსის აღიარება, რომელიც არ არის გათვალისწინებული თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამით, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული თავისუფალი კრედიტების ფარგლებში;

იმ შემთხვევაში, თუ მობილობის მსურველმა პირმა უნივერსიტეტს წარუდგინა ისეთი საგანამანათლებლო პროგრამა, რომელიც არ არის შესრულებული ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისად, უნივერსიტეტის შესაბამისი (მიმღები) ფაკულტეტის კომისია უფლებამოსილია მობილობის მსურველ პირს მოსთხოვოს ECTS/ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის/ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის ხელახალი წარდგენა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით თვითონ გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით და მოახდინოს გადაყვანა შემდეგი წესების დაცვით:

ა) თუ საგანმანათლებლო პროგრამა შესრულებულია ასტონომიულ საათებში, ცალკეული საგნის საერთო რაოდენობა მრავლდება 3-ზე და იყოფა ერთი კრედიტის ექვივალენტზე საათებში, ანუ 25-ზე. მაგ., თუ ასტრონომიულ საათებში საგნის დატვირთვა შეადგენს 60 საათს, ის მრავლდება x 3-ზე და იყოფა 25-ზე: 60x3/25=7,2, დამრგვალებით უდრის 7 კრედიტს;

ბ) თუ სტუდენტის მიერ სხვა უსდ-ში მიღებული შეფასება შეესაბამება 5-ბალიან სისტემას, უნდა მოხდეს მისი გადაყვანა 100 - ქულიან შეფასების სისტემაზე შემდეგი პრინციპით: შეფასება 5 /ფრიადი/ პირობითად ჩაითვალოს – A 91 (ფრიადი) შეფასებად;

შეფასება 4 /კარგი/ პირობითად ჩაითვალოს მინიმალურ – C 71 (კარგი) შეფასებად;

შეფასება 3 /დამაკმაყოფილებელი/ პირობითად ჩაითვალოს მინიმალურ D 61 (დამაკმაყოფილებელი) შეფასებად;

გ) შეფასება „ჩაეთავალა“–ს გადაყვანა ხდება შემდეგი პრინციპით: 5 ბალიანი შეფასების სისტემით გამოცდებზე მიღებული შეფასებების 100–ქულიანი შეფასების სისტემაზე მოდიფიცირების შედეგად მიღებული ქულების საერთო ჯამი (შეკრებილი ციფრი), იყოფა ამ სასწავლო დისციპლინების რაოდენობაზე და მიღებული ციფრი ჩაითვლევა „ჩათვლით“ დამთავრებული სასწავლო კურსის შეფასების ეკვივალენტად; მაგ. 81(4)+91(5)+71(4)+71(4)+91(5)+81(4)=486/6=81 (B).