
XIV ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი.
2025 წლის 11 მაისს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX-ის ორგანიზებით, სასტუმრო ჰოლიდეი ინნში, ჩატარდა XIV ახალგაზრდული სამეცნიერო ფორუმი. ფორუმში მონაწილეობა მიიღო ათზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტმა და სარეზიდენტო პროგრამის ათეულობით წარმომადგენელმა, რომლებიც წარდგნენ კვლევებითა და პრაქტიკული გამოცდილების საფუძველზე შექმნილი თემებით.
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის აფილირებულმა ასისტენტმა, მარიამ სიჭინავამ. ასევე, ფორუმში მონაწილეობდნენ ამავე ფაკულტეტის სტუდენტები: ნინი გოქაძე, თეკლე თორია, სერგო მარტიაშვილი, ანნა როსტიაშვილი, თამუნა ლომიძე.
საქართველოს პაროდონტოლოგთა და იმპლანტოლოგთა ასოციაციის ფავორიტი გახდა თეკლა თორია, რომელსაც გადაეცა წამახალისებელი პრიზი.
ფორუმში მონაწილეობა დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ. დასასრულს, ფორუმის მონაწილეებს გადაეცათ ინგლისურენოვანი სერტიფიკატები.
მსგავსი სიახლეები
დიდი ბრიტანეთის სამეფო სამხედრო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი თჰუ-ში
2016 წლის 21 მაისს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ეწვია დიდი ბრიტანეთის სამეფო სა...
ვრცლად