კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
1. სამართლის ფაკულტეტი:
1.1. სამართლის საბაკალავრ პროგრამის ფარგლებში:
1.1.1. აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა-სისხლის სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული;
1.1.2. აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა - საერთაშორისო სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული
1.1.3. აფილირებული ასოცირებული პროფესორი (მიმართულება – სამართალი, დარგი/სპეციალობა- კერძო სამართლის მიმართულებით) – 1 საშტატო ერთეული;
2. საკონკურსო პირობები:
2.1. ასოცირებული პროფესორი
ასოცირებულ პროფესორად შეიძლება არჩეულ იქნეს პირი, რომელიც:
ა) არის დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისის მქონე პირი;
ბ) აქვს სამეცნიერო – პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, მათ შორის ინგლისურ ან/და გერმანულ ენებზე სალექციო კურსის წარმართვის გამოცდილებაც;
გ) ბოლო 10 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს, სამეცნიერო ნაშრომი, რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას;
დ) ელექტრონული და ნაბეჭდი ფორმით წარმოადგენს შესაბამისი ფაკულტეტის მიერ რეალიზებული საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო დისციპლინაში მომზადებულ სილაბუსს/სილაბუსებს ქართულ ენაზე, აგრეთვე ინგლისურ ან/და გერმანულ ენებზე;
ე) საკონკურსო განცხადებასთან ერთად შეავსებს განცხადების ტიპურ ფორმას, რომელშიც განაცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში იგი არ დაიკავებს აკადემიურ თანამდებობას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულზე მეტ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რათა ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის იგი უდავოდ ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალად;
ვ) აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით ან/და თჰუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებულ სხვა საკონკურსო პირობებს.
3. დამატებითი ინფორმაცია:
3.1. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები და აფილირებულობა:
3.1.1. აკადემიური პერსონალის ღია კონკურსით არჩევის შემდეგ რექტორის მიერ გამოიცემა ბრძანება მათი აკადემიურ თანამდებობებზე განწესების შესახებ;
3.1.2. აკადემიურ პერსონალთან ასევე ფორმდება შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადით;
3.1.3. აკადემიური პერსონალი უნივერსიტეტთან აფილირებულია თუ:
ა) მასთან დადებულია „A“ კატეგორიის შრომის ხელშეკრულება და მას არ აქვს დადებული სხვა უსდ-თან აფილირებულობის შესახებ შეთანხმება ან/და აფილირებულობის დამადასტურებელი შრომის ხელშეკრულება;
ბ) იგი საზოგადოების განვითარებისა და ცოდნის გაზიარების პროცესებში მონაწილეობს მხოლოდ საკუთარი ან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სახელით;
გ) თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში გააჩნია შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვა, რომელიც განისაზღვრება რექტორის ბრძანებით; აფილირებულ აკადემიურ პერსონალს არ ეკისრება შესაბამისი მინიმალური აკადემიური დატვირთვის შესრულების ვალდებულება, თუ:
გ.ა) არც ერთ სხვა უსდ-თან არ თანამშრომლობს;
გ.ბ) პარალელურად დასაქმებულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ/დამხმარე (არა აკადემიურ) პოზიციაზე.
კონკურსში მონაწილემ საკონკურსო კომისიას უნდა წარუდგინოს:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- CV (რეზიუმე); ბეჭდური და ელექტრონული უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებულ ფორმაში (ქართულ და ინგლისურ ენაზე) ;
- აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი დიპლომის/სხვა დიპლომების ასლები; უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში – აპოსტილით დამოწმებული ფორმით;
- უცხო ენის (ინგლისური ან/და გერმანული) ფლობის სერტიფიკატი (C1 დონე);
- ამონაწერი შრომის წიგნაკიდან ან პედაგოგიური სტაჟის დამადასტურებელი ცნობები;
- ქართულ და აგრეთვე ინგლისურ ან/და გერმანულ ენებზე ნაბეჭდი და ელექტრონული ფორმით სილაბუსი/სილაბუსები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ დამტკიცებული ფორმით;
- ბოლო 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების /სტატიების სია ბეჭდით და ხელმოწერით დამოწმებული(ბეჭდური და ელექტრონული ვერსია), რომელიც ადასტურებს შესაბამის დარგში მის კომპეტენტურობას, სხვა შემთხვევაში – პირადი ხელმოწერით დადასტურებული, ყველა ნაშრომის თავფურცლის, სარჩევისა და სტატიის ამონარიდის დართვით;
- განაცხადი, რომ კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, კონკურსანტი ავტორიზაციის/აკრედიტაციის მიზნებისათვის თანახმაა ჩაითვალოს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულ აკადემიურ პერსონალად;
კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, ასევე წარმოსადგენი დოკუმეტაციის ტიპური ფორმები იხილეთ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ–გვერდზე: www.thu.edu.ge .
ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევა ხდება 8 წლით. კონკურსში გამარჯვებულის სახელფასო სარგო განისაზღვრება მასთან გაფორმებული შრომითი კონტრაქტის დანართით.
ღია კონკურსი ცხადდება 2018 წლის 2 ივლისიდან; ღია კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საბუთების მიღება იწარმოებს მისამართზე: ქ. თბილისი, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირი N 31 ( ელ.ფოსტა: thu-posta@thu.edu.ge); 2018 წლის 3 აგვისტოს 10.00 საათიდან 2018 წლის 10 აგვისტოს ჩათვლით 17.00 საათამდე, კვირის და სადღესასწაულო დღეების გარდა.
საკონტაქტო ტელ: 254 –59–08; 254– 59 –09.
საკონკურსი კომისიის სხდომა ჩატარდება 2018 წლის 11 აგვისტოს, ხოლო შედეგები გამოქვეყნდება საკონკურსო კომისიის სხდომის დასრულებისთანავე;
საკონტაქტო პირი: ნანა ბიჩენოვი, 597540096.
მსგავსი სიახლეები
პარასკევს, 12 ოქტომბერს 13:30 საათზე,საკონფერენციო ოთახში გაიმართება ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან!
პარასკევს, 12 ოქტომბერს 13.30 საათზე,საკონფერენციო ოთახში გაიმართება ადმინისტრაც...
ვრცლად