თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც იურიდიული პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა. 


სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიება „ჩემი ადვოკატის“ ხელმძღვანელმა მარინა ბერაძემ გახსნა, რომელმაც სტუდენტებს პრაქტიკული კურსის დასრულება მიულოცა და მომავალ საადვოკატო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
საადვოკატო პრაქტიკას სტუდენტები 4 თვის განმავლობაში გადიოდნენ. 


კურსის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ დაუფლებოდნენ საადვოკატო უნარ-ჩვევებს, დამოუკიდებლად ეწარმოებინათ სასამართლო დოკუმენტები და ტრენერ-ადვოკატის ზედამხედველობით დაეცვათ მოქალაქეთა ინტერესები როგორც სასამართლოში, ისე ადმინისტრაციულ ორგანოებში.

მსგავსი სიახლეები

თჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი 29.04.2021

თჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ჯეო ეკოლოჯისტ 2019“ შორის გაფორმდა მემორანდუმი სამეცნიერო-კვლევით საქმი...

ვრცლად
პირველკურსელთა რეგისტრაცია! 02.09.2021

პირველკურსელთა რეგისტრაცია!

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 2021 წლის 6 სექტემბრიდან  2021 წლის 17 სექტემბრამდე....

ვრცლად