
ტრეინინგი: ეფექტური პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის ტექნიკები
ხუთშაბათს 25 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე, თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის მოწვევით, ტრეინინგს ჩაატარებს ევროპის აკადემიური ცენტრის ტრენერი, ფინანსების დოქტორი და სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტის ასისტენტ - პროფესორი დავით პიტიურიშვილი.
განხილული იქნება შემდეგი საკითხები:
» პრეზენტაციის 6 ეტაპი (პრეზენტაციის დაგეგმვა, ტექსტის მომზადება, თვალსაჩინოების მომზადება, რეპეტიცია, პრეზენტაცია - წარმართვა, პრეზენტაციის შემდგომი დისკუსია);
» მოხსენების შიში და მასთან ბრძოლის საშაუალებები;
» პრეზენტაციის მსვლელობის დროს დასაცავი წესები;
» სუბიექტური რეალობის როლი პრეზენტაციის მომზადების და წარდგენის დროს;
» ეფექტური კომუნიკაცის არსი და მისი მნიშვნელობა პრეზენტაციის წარდგენის დროს;
» კომუნიკაციის პროცესში დაშვებული შეცდომები და მათი გამოსწორების ხერხები;
ტრეინინგზე დასწრება შეუძლიათ მხოლოდ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებს!
მსგავსი სიახლეები
სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების...
ვრცლადსაბაკალავრო ნაშრომების დაცვა ონლაინ რეჟიმში
მიმდინარე წლის 30 ივლისს, ონლაინ რეჟიმში სამართლის ფაკულტეტზე გაიმართა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა, Zoo...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ
ვრცლად