ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში 29.10.2018

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სწავლების თანამედროვე მეთოდებში

ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის გადამზადება სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში

 

ორშაბათს, 29 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალისთვის დაიწყო უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული ტრენინგი სამედიცინო განათლების მეთოდოლოგიაში, რომელსაც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრი ატარებს.

 

ტრენინგი ერთკვირიანია და მოიცავს ისეთ მოდულებს, როგორიცაა: ტესტური გამოცდა. ტესტის დიზაინი და მისი შედგენის წესები; ობიექტურად სტრუქტურირებული კლინიკური გამოცდის (OSCE-ის) მეთოდოლოგია; OSCE-ის ორგანიზაცია; სილაბუსის წერის მეთოდოლოგია. ცოდნის შეფასების წესები; შემთხვევაზე დაფუძნებული კლინიკური აზროვნება (CBCR); პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა (PBL); პორტფოლიო; სამეცნიერო გრანტების წერა; მოზრდილთა განათლება. კომუნიკაციის უნარები.

 

ტრენინგი პირველივე დღიდან ნაყოფიერად წარიმართა პროფესორ-მასწავლებლების აქტიური ჩართულობით. 

 

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მომავალშიც გეგმავს მსგავსი აქტივობებს საკუთარი აკადემიური პერსონალის განვითარების მიზნით.

მსგავსი სიახლეები

თჰუსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 16.03.2018

თჰუსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და რუსთავის საქალაქო სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 23.06.2018

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის“  16 ივნ...

ვრცლად