
ძვირფასო სტუდენტებო! გაიმართება ქართული კულტურული ღირებულებების მხარდამჭერი ღონისძება!
ძვირფასო სტუდენტებო!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II – ის ლოცვა-კურთხევით ანსამბლი „სამება“ (ხელმძღვანელი: გიორგი სუხიშვილი) აგრძელებს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში ქართული კულტურული ღირებულებების (განსაკუთრებით, მუსიკალური ტრადიციების) მხარდამჭერი ღონისძიებების გამართვას. ამჯერად, ანსამბლი წარმოგიდგენთ კონცერტს, რომელზეც წარმოჩინდება ქართული მუსიკალური ფოლკლორის მრავალფეროვნება და სიდიადე. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდი პატივით უერთდება ამ მნიშვნელოვან წამოწყებას და 2018 წლის 17 დეკემბერს, 14 საათზე, წმ. ბარბარეს სახელობის დღესასწაულზე, უთმობს ანსამბლს თავის საუნივერსიტეტო სივრცეს. კონცერტზე მონაწილეობას მიიღებენ სტუდია „ნანა“-ს (ხელმძღვანელი: კომპოზიტორი ნანა დაუშვილი) წარჩინებული აღსაზრდელები. გვეყოლება საპატიო სტუმარიც, პოეტი ნანა ცინცაძე.
დასწრება თავისუფალია.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია მადლობას უხდის ბატონ გიორგი სუხიშვილს, ქალბატონებს: ნანა დაუშვილსა და ნანა ცინცაძეს მხარდაჭერისათვის.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე საკონფერენციო დარბაზში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წ...
ვრცლად2018 წლის 22 აპრილს გაიმართა ახალგაზრდა სტომატოლოგთა ფორუმი
2018 წლის 22 აპრილს, სასტუმრო "იოტა ჰოთელში" თბილისის მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის...
ვრცლადთჰუ-ს ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა ახალი გამოცემებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ
2019 წლის 26 დეკემბერს თჰუ-ს ბიბლიოთეკას ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერებ...
ვრცლად