
ააიპ სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრთან გაფორმდა ხელშეკრულება
2016 წლის 11 ივნისს შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ააიპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრს“ შორის გაფორმდა იურიდიული კლინიკური განათლების მიღების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ თბილისის მერიის სამსახურებსა და თბილისის რაიონულ გამგეობებში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა გაიარონ. ხელშეკრულების დადებას ესწრებოდნენ თჰუ რექტორი ქ-ნი ვალენტინა საყვარელიძე, პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი, სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, აგრეთვე ცენტრის მხრიდან, დირექტორი ქ-ნი მარინა ბერაძე, დირექტორის მოადგილე - ავთანდილ ხარატი და ცენტრის პრესცენტრის წარმომადგენელი ქ-ნი ლიზი მეტრეველი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან პრორექტორმა ბატონმა კახი ყურაშვილმა, ხოლო ააიპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრის“ მხრიდან, ცენტრის დირექტორმა ქ-ნა მარინა ბერაძემ. ქ-ნმა მარინამ თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო შეთავაზებული პროგრამის მიზნები და ამოცანები, ხოლო ბატონმა ავთანდილმა - პროგრამის დეტალები და პრაქტიკის გავლის პირობები.
მსგავსი სიახლეები
მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან
2022 წლის 01 დეკემბრს უნივერსიტეტმა გააფორმა მემორანდუმი სსიპ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან, ხოლო 2023 წლის 30 იანვარს - ხელშეკრულება საქართველოს ტექნიკურ უნივერ...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური
ვრცლად