ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კიდევ ერთი ბაზა გაიხსნა 09.04.2020

ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის“ კიდევ ერთი ბაზა გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე განაგრძობს ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელის" ბაზების იმ ნაწილის ღია წვდომისთვის გახსნას, რომელიც დღემდე მხოლოდ ინტრანეტული ფორმით იყო ხელმისაწვდომი.

 
აქამდე გახსნილ ბაზებს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დაემატა. კერძოდ, ეროვნული ბიბლიოთეკის მკითხველისთვის ღიად ხელმისაწვდომი გახდა 500  გამოცემა ცალკე კოლექციის სახით, რომელსაც „დიასპორის  ბიბლიოთეკა" ეწოდება. ეს ბაზა უმთავრესად განკუთვნილია საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისა და ეთნიკურად საქართველოსთან დაკავშირებული პირებისთვის. ეროვნული ბიბლიოთეკის ბაზების ინტრანეტულ ნაწილში კი რჩება ის გამოცემები, რომლებზეც საავტორო უფლებები ვრცელდება.
 
ეროვნული ბიბლიოთეკა, შექმნილი ვითარების მიუხედავად, პატივს სცემს ავტორ-გამომცემელთა უფლებებს და მათი გამოცემების ციფრულ ვერსიებს არ დებს ელექტრონული ბაზის გახსნილ ნაწილში. თუ გამომცემელს ან ავტორს სურს საკუთარი გამოცემის ღია წვდომისთვის გახსნა, მან ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის  ეროვნულ ბიბლიოთეკას წერილობით უნდა მიმართოს. 
 
ციფრულ ბიბლიოთეკა „ივერიელში" განთავსებული კოლექცია „დიასპორის ბიბლიოთეკა" იხილეთ ბმულზე: http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/5

მსგავსი სიახლეები

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში 28.02.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტის ვიზიტი ქალაქ ბრიუსელში

თჰუ სამართლის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ალექსანდრე კუჭავა ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისი...

ვრცლად
გამოცხადდა კონკურსი თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე! 28.01.2019

გამოცხადდა კონკურსი თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე!

გამოცხადდა კონკურსი თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე. განცხადებების რეგისტრსციის ვადაა 2019 წ...

ვრცლად