მნიშვნელოვანი სიახლე სამართლის ფაკულტეტზე! 28.04.2020

მნიშვნელოვანი სიახლე სამართლის ფაკულტეტზე!

სამართლის დარგობრივი მახასიათებელი
 
2020 წლის 23 აპრილს სსიპ - განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის, კვალიფიკაციების განვითარების სამმართველოს ორგანიზებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან გაიმართა საინფორმაციო ხასიათის ონ-ლაინ შეხვედრა, რომელსაც უძღვებოდა უმაღლესი განათლების დარგობრივი საბჭოს თავმჯდომარე, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზვიად როგავა. 
 
პრეზენტაცია მიეძღვნა „სამართლის დარგობრივ მახასიათებელს“, აღნიშნული დოკუმენტის შექმნაში მნიშვნელოვანია სამუშაო ჯგუფის აქტივობა. დარგობრივი მახასიათებლის მიზანია ხელი შეუწყოს სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებას, სტუდენტთა მობილობას, მინიჭებული კვალიფიკაციის საერთაშორისო დონეზე აღიარებას, იურისტის პროფესიაში შესვლასა და დასაქმებას.
 
პრეზენტაციის დასასრულს კი შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დასახეს გზები არსებულ გამოწვევებთან მიმართებით.
 
იხ. სამართლის საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივი მახასიათებელი:

მსგავსი სიახლეები

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ 18.07.2018

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის...

ვრცლად
თჰუ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნათ! 18.03.2017

თჰუ სტუდენტებს სტიპენდიები დაენიშნათ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის გადაწყვეტილები...

ვრცლად