სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 09.07.2020

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 8 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები კოვიდ პანდემიის ფონზე“.კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული. 


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 


თბილისის გარდა, სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.

თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: დანაშაული, როგორც ნორმალური, აუცილებელი და სასარგებლო მოვლენა 07.05.2020

ონლაინ საჯარო ლექცია თემაზე: დანაშაული, როგორც ნორმალური, აუცილებელი და სასარგებლო მოვლენა

2020 წლის  15 მაისს  17:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტ...

ვრცლად
გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე 10.10.2024

გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკადემიურ თანამდებობაზე

ღია კონკურსის შედეგი შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია 'კადემიური თანა...

ვრცლად
პარასკევს, 2 ოქტომბერს  18:00 საათზე  ჩატარდება ონლაინ ტრენინგი 30.09.2020

პარასკევს, 2 ოქტომბერს 18:00 საათზე ჩატარდება ონლაინ ტრენინგი

პარასკევს, 2 ოქტომბერს  18:00 საათზე  ჩატარდება ტრენინგი თემაზე  - კვლევის შედეგების ანალიზ...

ვრცლად