
ვებინარი თემაზე - მოტივაციის ძალა (თვით-განვითარების მნიშვნელობა)
2020 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საინტერესო, ეფექტური, მსმენელზე ორიენტირებული, ინტერაქტიული ვებინარი.
თემა: "მოტივაციის ძალა" (თვით-განვითარების მნიშვნელობა)
ვებინარს უძღვებოდა თამარ კანაშვილი - ტრენერთა ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 12+ წლიანი გამოცდილება ტრენინგ ინდუსტრიაში; 500+ ჩატარებული ტრენინგი, მენტორი, ლექტორი; 100-ამდე კომპანიასთან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; სამოტივაციო წიგნის (" წიგნზე > ") ავტორი.
კორონა ვირუსის გლობალური პანდემიის გამო, ვებინარი ჩატარდა დისტანციური ფორმით, ონლაინ რეჟიმში.ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. თამარ კანაშვილმა აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება და რომ, მთავარი მოტივაცია მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, ჩვენს ფიქრებში, აზრებში, მოქმედებებში; ვიპოვოთ სწორი გზა; გვჯეროდეს საკუთარი თავის და ვაკეთოთ საქმე, რომელიც გვიყვარს.
თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.
მსგავსი სიახლეები
მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში განათლებასა და სწავლების ახალ ტექნოლოგიებზე
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა მარინე შავლაყაძემ და ნანა ბიჩენოვმა 2021 წლის 25-26 სექტემბერს (სოვ...
ვრცლადსილქნეტის წარმომადგენლის შეხვედრა თჰუს სტუდენტებთან
2018 წლის 10 მარტს სს "სილქნეტის" ადამიანური რესურსების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ნანა თვალა...
ვრცლად