ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე 19.11.2020

ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე

2020 წლის 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ლექცია: „საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე“. 

ლექცია ჩაატარა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.

შალვა ალავერდაშვილმა მიმოიხილა სასტუმრო ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დამარცხებისთანავე ინდუსტრია მოახერხებს ფეხზე დადგომას. 

შეხვედრა საინტერესოდ და დინამიურად მიმდინარეობდა. ონლაინ ლექციის მსვლელობისას შალვა ალავერდაშვილი პასუხობდა ლექციაზე დამსწრე სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს. მან მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამების განვითარებასა თუ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაში.

მსგავსი სიახლეები

2018 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართება Dentsplay Sirona-ს სალექციო-პრაქტიკული კურსი „რესტავრაციის პრობლემების გადაწყვეტა“, ლექტორი- ვოლტერ დიასს 17.10.2018
ბრძანება - თჰუ შენობაში  პირბადის ტარების წესის დარღვევის თაობაზე 16.06.2020

ბრძანება - თჰუ შენობაში პირბადის ტარების წესის დარღვევის თაობაზე

თჰუ შენობაში  პირბადის ტარების წესის დარღვევის თაობაზე

ვრცლად
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება ონლაინ ვებინარი 04.04.2021

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, იმართება ონლაინ ვებინარი

ვებინარის მიზანია, სტუდენტებს განუვითაროს CV-ის და სამოტივაციო წერილის შედგენის თანამედროვე და გააზრებულ...

ვრცლად