
საინტერესო ონლაინ დისკუსია სამართლის დარგის მეცნიერთათვის
2021 წლის 19 თებერვალს, ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის „სამართლის მეცნიერთა კავშირისა“ და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ორგანიზებით გაიმართა ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო დისკუსია თემაზე „საზოგადოებათა სამართლის ადგილი სამართლის სისტემაში” (გერმანული მოდელის მაგალითზე).ღონისძიებას ესწრებოდნენ სამართლის დარგის მეცნიერები, მკვლევარები, მოსამართლეები და ნოტარიუსები.
შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგნენ მანჰაიმის უნივერსიტეტის სამოქალაქო, სავაჭრო და საზოგადოებათა სამართლის კათედრის გამგე, პროფესორი კარსტენ შეფერი, გერმანიიდან და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საადვოკატო ბიურო „მიგრიაული და პარტნიორების“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი როინ მიგრიაული, საქართველოდან.
მოხსენებების შემდეგ გაიმართა დისკუსია, სადაც მონაწილეობდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც.შეხვედრის სრული ვიდეო ჩანაწერი ხელმისაწვდომია, როგორც youtube -ზე, ასევე სამართლის მეცნიერთა კავშირისა და ჟურნალ „სამართლის მაცნეს“ ვებ-გვერდებზე.
მსგავსი სიახლეები
ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024
ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024 „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა“ იწყება რეგისტრაცია ქა...
ვრცლადდაფინანსდა თჰუს ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც. პროფესორის ნინო აბაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი
დაფინანსდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოც.პროფესორის ნინო აბაიშვილის სამეცნიერო ნაშრომი სათაურით ,...
ვრცლადთჰუსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს შორის გაფორმდა ურთიერ...
ვრცლად