შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს 2021 წლის საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიე
კონკურსის მიზანი
საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტების ხელშეწყობისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების (საქართველოს სახელმწიფო ტერიტორია 1991 წლის 21 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვართან არსებული საქართველოს მუნიციპალიტეტის ტერიტორია) შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისა და საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებების განხორციელებას.
საპროექტო განაცხადი ტიპი: ინსტიტუციური
კონკურსის ადმინისტრირების გრაფიკი:
10 მარტი - 20 აპრილი 18:00 სთ-მდე – პროექტების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;
28 აპრილი 18:00 სთ-მდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;
აპრილი–მაისი ტექნიკური ექსპერტიზა - რეგისტრირებული პროექტების კონკურსის პირობებთან და მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ხარვეზების დადგენა და გამოსწორება;
მაისი – შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი პროექტების მოხსნის შესახებ;
მაისი-ივნისი – კონკურსის პირობების დაცვით წარმოდგენილი პროექტების შეფასება;
ივნისი – კონკურსის შედეგების გამოქვეყნება;
ივლისი–აგვისტო საგრანტო ხელშეკრულების გაფორმება.
ჯგუფური კონსულტაციები:
12 მარტი, 24 მარტი და 12 აპრილი 16:00 სთ - ჯგუფური ონლაინ კონსულტაციები (რეგისტრაციის ბმული გამოქვეყნდება ამავე გვერდზე)
13 აპრილი – ელექტრონულ ფოსტაზე შეკითხვების გამოგზავნის ბოლო ვადა;
კონკურსის მარეგულირებელი დოკუმენტები:
- საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 20 აგვისტოს №173/ნ ბრძანება
- შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის 2021 წლის 25 თებერვლის ბრძანება N16
- სამეცნიერო მიმართულების კლასიფიკატორი
- დაფინანსების წესი
პროექტის მომზადებისათვის საჭირო მასალები და დანართები:
სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 2, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი 3)
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 5, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 6,ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი7 (GEO/ENG)
- თანხმობის წერილი სხვა იურიდიული/ფიზიკური პირის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფის შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი 8 - (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი სამეცნიერო კვლევითი პროექტებისათვის
საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
- კონკურსის პირობები (დანართი 1)
- კრებსითი ინფორმაცია პროექტის შესახებ (დანართი 12, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- საპროექტო წინადადება (დანართი 13)
- პროფესიული ბიოგრაფია (CV) (დანართი 4, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- პროექტის განხორციელების გეგმა-გრაფიკი (დანართი 16, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- პროექტის ბიუჯეტი და ბიუჯეტის დასაბუთება (დანართი 17, ნიმუში) - ივსება GMUS-ში
- ცნობა თანადაფინანსების შესახებ (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დანართი7 (GEO/ENG)
- პროექტში ჩართული ძირითადი და პლენარული მომხსენებლების (თუ ისინი ამავდროულად არ ატარებენ ძირითადი პერსონალის სტატუსს) თანხმობის წერილები - დანართი14 (GEO/ENG)
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ - გენერირდება GMUS-დან პროექტის რეგისტრაციის შემდეგ
- ბიუჯეტის კლასიფიკატორი საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებისათვის
ელექტრონული რეგისტრაციის ბმული
გრანტების მართვის ერთიანი სისტემა (GMUS) - პროექტების რეგისტრაციისათვის (ბმული)
ელექტრონული რეგისტრაციის ინსტრუქცია (ბმული)
მნიშვნელოვანი ინფორმაცია განმცხადებლებისთვის:
- პროექტის მოსამზადებლად აუცილებელია დეტალურად გაეცნოთ როგორც მინისტრის ბრძანებას, ასევე დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ პირობებსა და შესაბამის დანართებს;
- ჩატარდება მხოლოდ ჯგუფური კონსულტაციები;
- დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, შესაძლებელია შეკითხვების გამოგზავნა ელ. ფოსტაზე brg@rustaveli.org.ge , ხშირად დასმული კითხვები პასუხებით გამოქვეყნდება ფონდის ვებგვერდზე და პერიოდულად განახლდება კონკურსის დასრულებამდე.
კოორდინატორები:
ნინო გოგაძე (პროგრამული საკითხები) – 568 80 10 78, (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
ქეთევან გორგაძე (პროგრამული საკითხები) – 568 88 37 57, (დარეკეთ მხოლოდ სამუშაო საათებში, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00)
კონსულტანტი ფინანსურ საკითხებში - ხათუნა არაბული
საკონტაქტო ინფორმაცია: brg@rustaveli.org.ge
მსგავსი სიახლეები
შიდა საგრანტო კვლევის დაფინანსება - საქართველოში ტურიზმის ბიზნესის განვითარების შემაფერხებელი ფაქტორები და მათი შემცირების გზები (ქვემო ქართლის მაგალითზე)
ტურიზმის პროგრამის ხელმძღვანელს ასოცირებულ პროფესორს მაია მელაძეს დაუფინასდა 500 ლარის ოდენობით, შიდ...
ვრცლადთჰუს სამართლის ფაკულტეტის დეკანი დაესწრო ევროკავშირის ჩარჩო პროგრამის საინფორმაციო დღეს
2021 წლის 28 მაისს ჩატარდა ევროკომისიისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნა ევრო...
ვრცლადჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ!
ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობ...
ვრცლად