
DAAD-ს ვირტუალური გამოფენა-სწავლა და კვლევა გერმანიაში
მიმდინარე წლის 24 მარტს ჩატარდა DAAD-ს მიერ ორგანიზებული ონლაინ ვირტუალური გამოფენა, სადაც მონაწილეობდნენ გერმანიის წამყვანი საგანმანათლებლო-კვლევითი დაწესებულებები.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტიდან ონლაინ გამოფენაზე სტუმრის სტატუსით მონაწილეობდა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, ნონა გელიტაშვილი და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, ლია ჭიღლაშვილი.
შეხვედრა დიალოგისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს მათ მიერ დასმულ სხვადასხვა კითხვაზე. ფაკულტეტის დეკანებმა გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობის მიზნით დასახეს სამომავლო გეგმები, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის ინტერნაციონალიზაციის კუთხით სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის საერთაშორისო მობილობას, ერთობლივი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, ურთიერთთანამშრომლობა ასევე ხელს შეუწყობს საერთაშორისო კვლევებში აქტიურ ჩართულობას.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან 10 სექტე...
ვრცლადI ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენციის მასალები (თბილისი, 27 მაისი, 2021)
I ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული...
ვრცლად