ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius University of Applied Sciences, კიოლნი, გერმანია) პარტნიორობით 2021 წლის 12 ნოემბერს მართავს საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციას ,,ციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში“.
კონფერენციის საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელები:
- პროფესორი, დოქტორი რიჩარდ გეიბელი, ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი;
- პროფესორი, დოქტორი შალვა მაჭავარიანი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.
კონფერენციის მიზანი: Covid 19 პანდემიისა და პოსტ-პანდემიური ვითარების შეფასება და შესაძლებლობების გამოვლენა ციფრული მენეჯმენტისთვის;
კონფერენცია ფარავს შემდეგ საკითხებს: გაციფრება, ციფრული გარდასახვა, ელექტრონული კომერცია, ხელოვნური ინტელექტი, მონაცემთა დიდი მასივი (Big Data), ბლოკჩეინი, ონლაინ მარკეტინგი, ციფრული სამართალი, ციფრული სოციალური ინოვაცია, ციფრული ეთიკა და სხვა.
კონფერენციის სამიზნე აუდიტორია: დოქტორანტურის სტუდენტები, პოსტ-დოქტორანტები, მკვლევარები და დარგის სპეციალისტები კონფერენციის ორგანიზატორი უნივერსიტეტებიდან და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან.
სამუშაო ენა: ინგლისური
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:
- განაცხადის (Application form) და ანოტაციის (A4 ფორმატი, არაუმეტეს 300 სიტყვისა) წარმოდგენა;
- სამეცნიერო-პრაქტიკული საკონფერენციო ნაშრომის (Conference paper) წარმოდგენა.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- განაცხადისა და ანოტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა
1 ივნისი, 2021
- შერჩეული ავტორების შეტყობინება
20 ივნისი, 2021
- სამეცნიერო-პრაქტიკული საკონფერენციო ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა
10 სექტემბერი, 2021
მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა შესრულდეს ინგლისურ ენაზე და გაიგზავნოს განსაზღვრული ვადების დაცვით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: sciencepapers@eeu.edu.ge (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).
მოთხოვნები საკონფერენციო ნაშრომისა და ანოტაციის შესასრულებლად იხ. დანართ 1-ში.
კონფერენციის კოორდინატორები:
თათია ღერკენაშვილი
დოქტორანტობის კანდიდატი, უფროსი სპეციალისტი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
+995 (598) 10 57 29
რობინ კრახტი
დოქტორანტობის კანდიდატი, ლექტორი, ელექტრონული კომერციის ინსტიტუტი, კიოლნი, ფრესენიუსის უნივერსიტეტი
+49.176.3232.5943
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღი...
ვრცლადკონკურსი სტუდენტებისთვის - რადიოპროგრამა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში დადებითი ცვლილებისთვის
12 სექტემბრიდან „თავისუფალი ასოციაცია“ სტუდენტებს საინტერესო კონკურსს სთავაზობს. ახალგაზრდებს...
ვრცლად