საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება 05.05.2021

საგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება

საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და  კანონმდებლობა“

(II ეტაპი)

2021 წლის 4 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე Online პლატფორმა ZOOM-ის გამოყენებით ჩატარდა  საჯარო ლექცია, თემაზე - „ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებული სამართლებრივი  საკითხები“,  რომელსაც უძღვებოდა სამართლის ფაკულტეტის პროფესორი, არჩილ ლორია.

საჯარო ლექციას ესწრებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტები.

პროფესორმა, არჩილ ლორიამ ისაუბრა როგორც ოჯახური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ასევე ძალადობრივი მოპყრობით გამოწვეულ შედეგებზე, რომელიც თანაბრად მტკივნეულია როგორც სხვადასხვა სქესის, ისე ნებისმიერი ასაკისა  და  სოციალური მდგომარეობის ადამიანისთვის, რაც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება ქვეყნის კონსტიტუციით აღიარებულ თანასწორობისა და ოჯახის კეთილდღეობაზე სავალდებულო ზრუნვის პრინციპებს.

ზემოაღნიშნულმა საკითხმა  სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია. ლექციის დასასრულს  გაიმართა საჯარო დისკუსია.

მსგავსი სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II დალოცა სტუდენტები 14.03.2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II დალოცა სტუდენტები

10 მარტს მოეწყო მსვლელობა ავლაბრის მეტროდან სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე სადაც სრულიად საქართველოს კათოლ...

ვრცლად
თჰუ მონაწილეობდა განათლების საერთაშორისო გამოფენაში 28.02.2018

თჰუ მონაწილეობდა განათლების საერთაშორისო გამოფენაში

23-24 თებერვალს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მონაწილეობდა საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ გამართულ განათლე...

ვრცლად