ვებინარი სტუდენტთა ONLINE შეფასების შესახებ 26.05.2021

ვებინარი სტუდენტთა ONLINE შეფასების შესახებ

2021 წლის 25 მაისს, Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისისა და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ვებინარი, რომელსაც საქართველოს 23 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 59 წარმომადგენელი დაესწრო. წამყვანი პარტნიორი გახლდათ - დისტანციური განათლების უნივერსიტეტების ევროპული ასოციაცია (EADTU). ვებინარს ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებიც: პროფ. ნონა გელიტაშვილი, ასოც. პროფ. ნანა ბიჩენოვი, სოფიო მგალობლიშვილი და ქეთი ცერცვაძე. ვებინარი ეხებოდა online სწავლების დროს სტუდენტთა შეფასების საკითხებს, პანდემიის პირობებში არსებულ გამოწვევებს, სწავლების თანამედროვე მიდგომებსა და სხვადასხვა ქვეყნებში დაგროვილ გამოცდილებას.

მსგავსი სიახლეები

ფსიქოლოგი, ნინა გოგოხია, სტუმრად რადიო "ფორტუნას" ეთერში - "რა არის ტრანსგენერაციული ტრავმა?" 08.04.2025

ფსიქოლოგი, ნინა გოგოხია, სტუმრად რადიო "ფორტუნას" ეთერში - "რა არის ტრანსგენერაციული ტრავმა?"

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის, ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის, ასოცირებული ფსიქოლოგი, ნინა გოგოხია, სტუმრად იმყოფებოდა რადიო "ფორტუნაში". გ...

ვრცლად
თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში 07.03.2019

თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში

თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით 2019 წლის 20 მარტს 15 საათზე გაიმართება ინტელექტუალური თამაში...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 02.07.2018

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს  „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“  აცხადებ...

ვრცლად