EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი 10.06.2021

EU4Environment - მწვანე ეკონომიკის ონლაინ კურსი

EU4Environment  პროექტის ფარგლებში მომზადდა მწვანე ეკონომიკის ქართულენოვანი ელექტრონული კურსი და მსურველებს/დაინტერესებულ პირებს სახლიდან გაუსვლელად ვთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის - https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსს.

საერთაშორისო პლატფორმაზე განთავსებულია მწვანე ეკონომიკის 5 მოდული (ქართულ ენაზე). კურსი თვითრეგულირებადი და მოდელირებადია, რაც გულისხმობს მსმენელის მიერ სასურველი მოდულის პრიორიტეტის მიხედვით ინდივიდუალურად შერჩევას. ელექტრონული კურსი მოიცავს ინტერაქტიულ გაკვეთილებს, ქვიზებსა და კითხვარებს, რისი წარმატებით დახურვის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს დასრულების სერტიფიკატს. მსოფლიოს წამყვანი საგანმანათლებლო პლატფორმის მწვანე ეკონომიკის სასერტიფიკატო კურსი არის უფასო. ევროკავშირის მწვანე კვირეულის ფარგლებში, სასერტიფიკატო კურსზე მსურველთა რეგისტრაცია შესაძლებელია 27 მაისიდან.  

დეტალური ინფორმაცია კურსის სტრუქტურისა და შინაარსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: 

https://unccelearn.org/course/view.php?id=123&page=overview

დამატებითი ინფორმაციისთვის საკონტაქტო პირია მეგი შუბალიძე­ გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრის სპეციალისტი და პროექტის კოორდინატორი (მობ.: 577 103 330; ელ­ფოსტა: megi.shubalidze@eiec.gov.ge.) 

მსგავსი სიახლეები

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგენილი იქნა საგრანტო პროექტი 15.06.2021

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგენილი იქნა საგრანტო პროექტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ, ერთობლივად წარდგ...

ვრცლად
საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. 21.10.2022

საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს ახალგაზრდა რეფორმატორთა ასოციაციასა და თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშ...

ვრცლად
საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“ 28.05.2020

საჯარო ლექცია - „რეგულაციები, რომლებიც აფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას“

2020 წლის  პირველ ივნისს  16:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერ...

ვრცლად