
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობისთვის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის აცხადებს მიღებას :
სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი;
ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი;
დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) - 5 ვაკანტური ადგილი;
ბიზნესის ორგანიზაციისა და მართვის საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 3 ვაკანტური ადგილი ;
დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 3 ვაკანტური ადგილი;
ტურიზმის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი.
ფარმაციის საბაკალავრო პროგრამა - 5 ვაკანტური ადგილი.
მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მობილობის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/ რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2021 წლის 16 აგვისტოდან 30 აგვისტოს 18:00 საათამდე.
ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა სტუდენტის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადება და საჭირო საბუთების წარმოდგენა:
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;
ი) ცნობა სახელმწიფო გრანტის მინიჭების შესახებ, რომელიც გაიცემა სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ;
კ) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; (უცხოელებისათვის);
ლ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).
საბუთების მიღება ხორციელდება 2021 წლის 3 სექტემბრიდან 14 სექტემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 საათიდან 16:00 საათამდე.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 255 24 24; 254 59 08; იხ. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ვებ-გვერდი: http://www.thu.edu.ge/ka ან იხ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებ-გვერდი: https://emis.ge/news/2017/
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან 10 სექტე...
ვრცლად20 დეკემბერს თჰუში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია
20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო...
ვრცლადდეკანის არჩევნები!
თჰუ რექტორის 2017 წლის 30 სექტემბრის 113/06 ბრძანების შესაბამისად დაინიშნა დეკანის არჩევნები ეკონომიკის, ბიზნეს...
ვრცლად