ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო  აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში 29.09.2021

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის ონლაინ სიმპოზიუმში

2021 წლის 23 სექტემბერს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პარტნიორი აშაფენბურგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის მეორე ონლაინ სიმპოზიუმში: „ჰიბრიდულ-ციფრული და დასწრებული სწავლების ფორმების წინააღმდეგობის დაძლევის გზები საუნივერსიტეტო და ბიზნეს სფეროებში“ (Symposium „Gestaltung der Netzwerke von Hochschule und Wirtschaft im Spannungsfeld von digital-hybriden und Präsenzveranstaltungen.“ Technische Hochschule Aschaffenburg). 
2020-2021 წლებში კორონავირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია კომპანიებისა და უნივერსიტეტების საქმიანობაში, განხორციელდა ტექნოლოგიური ცვლილებები, რამაც დიდი გავლენა მოახდინა საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო ფორმატებსა და მათი დაგეგმვის გზებზე. მომხსენებლებმა წარმოადგინეს კვლევის შედეგები „პირველი ციფრული სტრატეგიის“ და განვითარების სამომავლო ორიენტირების შესახებ. სიმპოზიუმში მონაწილეობას იღებდნენ მიუნხენის, აშაფენბურგის, კილის, ვიურცბურგის, ბაიროითის და სხვა გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები. საქართველოდან კი - თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.
სიმპოზიუმის ბოლო ნაწილი დაეთმო ვორკშოპებს, რომლის მსვლელობაშიც აქტიურად ჩაერთო პროფ. ნონა გელიტაშვილი. ვორკშოპი წარიმართა დისკუსიისა და ჯგუფური მუშაობის ფორმატში. სიმპოზიუმი დასრულდა ვორკშოპებზე მიღებული შედეგების შეჯამებითა და იმ ცოდნის გაზიარებით, რომელიც მონაწილეებმა პანდემიის პერიოდში, ჰიბრიდულ-ციფრული განათლების სფეროში საკუთარი გამოცდილებით დააგროვეს.

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ! 01.09.2016

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 09 სექტემბ...

ვრცლად
მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში განათლებასა და სწავლების ახალ ტექნოლოგიებზე 08.10.2021

მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში განათლებასა და სწავლების ახალ ტექნოლოგიებზე

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა მარინე შავლაყაძემ და ნანა ბიჩენოვმა 2021 წლის 25-26 სექტემბერს (სოვ...

ვრცლად