
ხარკოვის საერთაშორისო ფორუმი - 2021 (20-24 სექტემბერი)
2021 წლის 20-24 სექტემბერს ჩატარდა ხარკოვის საერთაშორისო ფორუმი. ორგანიზატორი, თჰუ-ს პარტნიორი, ხარკოვის იაროსლავ ბრძენის სახელობის ეროვნული იურიდიული უნივერსიტეტი. ფორუმს დაესწრო სამართლის ფაკულტეტის დეკანი, აფილირებული პროფესორი ლია ჭიღლაშვილი.
საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობდნენ მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების ექსპერტები, უკრაინის სამთავრობო უწყებების წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერები და მკვლევარები, ფორუმის ძირითადი თემატიკა, _ „უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემის სამეცნიერო კვლევის მოდერნიზაცია და უახლესი ტექნოლოგიების დანერგვის პრიორიტეტები“. ონლაინ შეხვედრა პანელური დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ფორუმის დასასრულს მონაწილეთა მხრიდან დაისვა არაერთი შეკითხვა და გაიმართა საინტერესო დებატები.
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ KA107 პროექტი - რუმინეთის Pitesti-ს უნივერსიტეტის ონლაინ საერთაშორისო კვირეული
წარმატებით დასრულდა Erasmus+ KA107 პროექტის I ეტაპი, რომელიც რუმინეთის, პიტეშტის უ...
ვრცლად2019 წლის 28 მაისს ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: ბიოეთიკის საფუძვლები
2019 წლის 28 მაისს ჯანდაცვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: &b...
ვრცლად