საერთაშორისო საჯარო ლექცია სამართლის ფაკულტეტზე (გაცვლითი პროგრამა)
2022 წლის 24 იანვარს მემორანდუმის ფარგლებში ჩატარდა ხარკოვის, იაროსლავ მუდრის სახელობის ეროვნული სამართლის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო საჯარო ლექცია თემაზე, - „ციფრული სამყარო“.
ლექციას უძღვებოდა კვიპროსის ცენტრალური ლანკაშირის უნივერსიტეტის სამართალის სკოლის ხელმძღვანელი, ევროპული სამართლის პროფესორი, სტეფანე ლაულე შაელო, რომელმაც ოცწლიანი სამეცნიერო-კვლევითი გამოცდილება გაუზიარა მსმენელს, ევროკავშირის სამართლის მიმართულებით. მან ასევე ისაუბრა ციფრული პოლიტიკის თანამედროვე გამოწვევებზე, მასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ხარვეზებზე, საჯარო წესრიგსა და კანონის აღსრულების მექანიზმებზე.
საერთაშორისო საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ლია ჭიღლაშვილი და საერთაშორისი ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ქეთი ცერცვაძე.
მსგავსი სიახლეები
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
ვრცლადტრენინგი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის 16 მაისს 13:00 საათზე ჩატარდება ტრენინგი „უნივერსიტეტის ელე...
ვრცლადციფრული მენეჯმენტი Covid 19 პანდემიისა და პოსტ–პანდემიურ პირობებში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი (თბილისი, საქართველო) ფრესენიუსის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან (Hochschule Fresenius Universi...
ვრცლად