
საჯარო ლექცია თემაზე: ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები
12 მარტს, 20:00 საათზე, ქალთა კვირეულის ფარგლებში, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდება თჰუ-ს აფილირებული პროფესორის, სამართლის დოქტორის, ლია ჭიღლაშვილის საჯარო ლექცია თემაზე: „ქალთა თანასწორობის საკითხები და მათი სამართლებრივი რეგულაციები.”
მოწვეულ ფსიქოლოგებთან და დარგის ექსპერტებთან ერთად გაიმართება დისკუსია შემდეგ აქტუალურ საკითხებზე:
- ქალთა თანასწორობის გამოწვევები პანდემიის პირობებში;
- გენდერული ნიშნით სქესის სელექციის პრევენცია;
- გენდერული თანასწორობის გაძლიერება საჯარო სამსახურში;
საჯარო ლექცია ჩატარდება დისტანციურ რეჟიმში, ზუმის პლატფორმის გამოყენებით.
მსგავსი სიახლეები
ტრენინგი: საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ
2019 წლის 2 ოქტომბერს 13:00 საათზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ასოც. პროფესორმა იამზე...
ვრცლად