ვებინარი თემაზე: „ბიზნეს კომუნიკაციები“
ვებინარი თემაზე: „ბიზნეს კომუნიკაციები“
24 მაისს, 18 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდება ვებინარი თემაზე: „ბიზნეს კომუნიკაციები“.
ვებინარს გაუძღვება ლევან გოგოხია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური წერის ცენტრის მოწვეული ლექტორი, „ინტერაქტიული განათლების აკადემიის“ დირექტორი და „საზოგადოებრივი ცნობიერების განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, დირექტორი.
ზუმის ლინკი: https://zoom.us/j/7655617931?pwd=ZXpDNW9SSWtlQ2tudkQxRnFPT3Q1dz09
Meeting ID: 765 561 7931
Passcode: THU-NONA
ზოგადი ინფორმაცია და საათობრივი ბადე
ვებინარის თემა იქნება: ბიზნეს კომუნიკაციები. ვიდეო კომუნიკაციის ფაგრლებში მიმოხილულ იქნება თემის ძირითად არსი. ასევე თეორიული და პრაქტიკული ნიუნსები საქმიანი კომუნიკაციის (წერილობითი, სატელეფონო და უშუალო კომუნიკაცია).
თეორიული მასალის ეფექტურად ათვისების მიზნით, ვებინარის მონაწილეებს გუნდური პრაქტიკუმის ფარგლებში მიეცემათ მიღებული ცოდნის უნარებად გამოყენების მცირე ასპარეზი.
ვებინარი ძირითადად განკუთვნილია ბიზნესის ადმინტრირების სტუდენტებისათვის, მომავალში ბიზნესის სფეროში დასაქმებული პირებისათვის (მენეჯერებისათვის, კორპორატიული გაყიდვების მოქმედი მენეჯერებისათვის) და სხვა დაინტერესებული პირებისთვის. მისი მიზანია კომპლექსური ცოდნის გაზიარება, ისეთი უნარ-ჩვევების შეძენა, რომელთა სწორი გამოყენება განსაზღრავს მოლაპარაკების ეფექტურად წარმართვას.
ვებინარი ეფუძნება ტრენერის პრაქტიკულ და თეორიულ გამოცდილებას საქმიანი კომუნიკაციებისა და კორპორატიული გაყიდვების მიმართულებით. ტრენინგი ჩატარდება „სახლი“-ს კონცეფციის საფუძველზე (ვიზუალური ეფექტის კომპონენტების გამოყენებით).
მასალა მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს. ინდივიდუალური და გუნდური პრაქტიკუმები მსმენელებს მიღებული ცოდნის რეალიზების შესაძლებლობას მისცემს.
საკითხების ჩამონათვალი:
პოტენციურ პარტნიორთა დაკავშირება და კონტაქტის დამყარება
- პირველი სატელეფონო საუბარი პოტენციურ პარტნიორთან (თეორიული ნაწილი)
- იმიტირებული სატელეფონო საუბარი პოტენციურ პარტნიორთან (პრაქტიკული ნაწილი)
- ხმის ინტონაცია
შეხვედრის ფსიქოლოგიური ფაქტორები
- პირველი შეხვედრა - ნდობის მოპოვება
- კეთილგანწყობის მოპოვება
შეხვედრის ვიზუალი ფაქტორები
- ჩაცმულობა
- ვიზუალური ეფექტი
- ჟესტიკულაცია და თვალებით კონტაქტი
შეხვედრის ვერბალური ფაქტორები
- საუბრის წარმართვა (ზოგადი ნაწილი; უშუალოდ საქმიანი ნაწილი)
- თანამოსაუბრის დარწმუნების წესები
- იმიტირებული შეხვედრა პოტენციურ პარტნიორთან (პრაქტიკული ნაწილი)
- შეხვედრის დროს ჩანაწერის წარმოება, მისი პრაქტიკული მნიშვნელობა და შთაბეჭდილების მოხდენა პოტენციურ პარტნიორზე
შეთავაზების მომზადება
- საჭირო ინფორმაციის მიღების ხერხები
- ბრენდის ან კომპანიისადმი არსებული სტერეოტიპის / მოსაზრების შეცვლა
- შედეგის სწრაფად მიღწევის მეთოდები
- საქმიანი მიმოწერის წესები და ნიუანსები
თემატური ვიდეოები, თვალსაჩინოებები და როლური თამაშები
- თემატური ვიდეობის ჩვენება და მოკლე განხილვა-შეფასებები
- როლური და სიტუაციური თამაშები
რა შედეგს მიიღებთ ვებინარის შემდგომ?
ონლაინ სამუშაო შეხვედრის გავლის შემდგომ მსმენელები გაიმჯობესებენ იმ საბაზისო თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რაც აუცილებელია საქმიანი ურთიერთობის წარმატებით წარმოებისათვის და შედეგების სწრაფად მიღწევისათვის. შეძლებენ უფრო ეფექტურად აწარმოონ მოლაპარაკებებები სხვადასხვა ორგანიზაციასთან.
შეხვედრის ხანგრძლივობა 2 საათი
შეხვედრის შემდეგ ეტაპებად დაიყოფა:
- მისალმება/საკუთარი თავის წარდგენა და სტუდენტების გაცნობა;
- ვებინარის მიზნების გაცნობა;
- ვებინარის თემატიკის გაცნობა;
- კომუნიკაციის დამყარების ფაზების დემონსტრირება - სახლის მაკეტის აწყობის მეშვეობით;
- გუნდური პრაქტიკუმი - აქტივობები;
- ანიმაციური ვიდეოს ჩვენება;
- კითხვარის შევსება
მსგავსი სიახლეები
სამართლის მაცნე საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში ინდექსირდება!
"სამართლის მაცნე" საერთაშორისო გლობალურ ბაზა ROAD - ში ინდექსირდება! ...
ვრცლადგამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტურია კადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგი: აკა...
ვრცლადთჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 29 მარტს 15 საათზე ჩატარდება ინტელექტუალური თამაში
თჰუ სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით 29 მარტს 15 საათზე ჩატარდება ინტელექტუალური თამაში "რა? ს...
ვრცლად