პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში 12.08.2022

პროფ. დოქტ. ნონა გელიტაშვილის მონაწილეობა საერთაშორისო კონფერენციაში

2022 წლის 31 ივლისიდან 6 აგვისტომდე პერიოდში,  დუბროვნიკში (ხორვატია) ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია თემაზე: „აკადემიური საზოგადოების როლი მშვიდობის ხელშეწყობაში“. კონფერენციაზე მოხსენებით წარდგნენ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პროფ. ნონა გელიტაშვილი და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის ასოც. პროფ. ბადრი გელიტაშვილი.

კონფერენციის ორგანიზატორი გახლდათ რომის კლუბის ხორვატიული ასოციაცია, ზაგრების უნივერსიტეტეტთან და დუბროვნიკის ინტერ საუნივერსიტეტო ცენტრთან (IUC - the Inter University Centre Dubrovnik) ერთად. კონფერენცია ეძღვნებოდა აკადემიური საზოგადოების როლს მშვიდობის მშენებლობაში; კერძოდ, თუ როგორ შეუძლიათ აკადემიკოსებს, ეფექტური წვლილი შეიტანონ სამშვიდობო ძალისხმევასა და დიალოგში კონფლიქტური სიტუაციების დროს. კონფერენცია ინტერდისციპლინური იყო და აერთიანებდა საერთაშორისო აკადემიური და არააკადემიური სფეროს ექსპერტებს სხვადასხვა დისციპლინიდან. კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს განსხვავებული პერსპექტივები მშვიდობის მისაღწევად ადგილობრივ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე. კონფერენცია დაყოფილი იყო რამდენიმე პანელად და ჩატარდა ჰიბრიდულ ფორმატში.

 

კონფერენცია გაიხსნა კვირას, 31 ივლისს, პლენარული სესიით, ორშაბათიდან კი გაგრძელდა პანელური სესიებით.  წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, სხვადასხვა ქვეყნის მკვლევარებისა და დოქტორანტების ავტორობით. კონფერენციის ყველა ნაშრომი გამოქვეყნდება საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში აღიარებულ სამეცნიერო ჟურნალში და/ან კონფერენციის შრომებში.

https://futureofpeace.clubofrome.hr/konferencija

https://iuc.hr/programme/1679

მსგავსი სიახლეები

გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დავით გეფერიძის სახელმძღვანელო - საერთაშორისო საჰაერო სამართალი 07.07.2021

გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დავით გეფერიძის სახელმძღვანელო - საერთაშორისო საჰაერო სამართალი

გამოიცა თჰუ სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, დავით გეფერიძის ახალი სახელმძღვანელო „საერთაშორისო საჰაერო სამართალი“...

ვრცლად
ტრენინგი - როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის 15.07.2021

ტრენინგი - როგორ მოვამზადოთ საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციისთვის

2021 წლის 13 ივნისს,  თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის აფილირებულმა პროფესორმა ირინე არჯევანიძემ და  ასოცირებულმა პრ...

ვრცლად