საქართველოს ბიბლიოთეკების  ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი  სამეცნიერო ჟურნალების პროექტი გრძელდება... 31.08.2022

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი სამეცნიერო ჟურნალების პროექტი გრძელდება...

 

31 აგვისტოს 12 საათზე ამეცნიერო ჟურნალების პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა „DOAJ: სამეცნიერო ჟურნალების ინდექსაცია“. შეხვედრა დეტალურად შეეხება ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალების ბაზას DOAJ (Directory of Open Access Journals) რომელიც აერთიანებს 18.000 ჟურნალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მონაწილეებს გააცნობს ბაზაში ჟურნალის ინდექსირების კრიტერიუმებსა და პროცედურას. შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი.

შეხვედრას გაუძღვება DOAJ-ის წარმომადგენელი საქართველოში - ნათია გაბედავა. შეხვედრა ჩატარდება zoom პლატფორმაზე.

https://us02web.zoom.us/j/89971085518

აქვე, გაცნობებთ რომ პირველ და ორ სექტემბერს დაგეგმილია OJS (Open Journal Systems) ტრენინგი 4 ნაკადად.

თითოეულ დღეს ჩატარდება ორი ერთსაათიანი ტრენინგი სხვადასხვა დროს: 12 საათზე და 3 საათზე. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო და დაესწროთ.

ტრენინგი განკუთვნილია იმ ჟურნალებისთვის, რომელთაც სურთ ისწავლონ პლატფორმაზე openjournals.ge ჟურნალების ადმინისტრირება, ახალი და საარქივო ნომრებისა და სტატიების ატვირთვა, რათა სამომავლოდ, დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ჟურნალების გვერდები.

ტრენინგს გაუძღვება ნატალი გიორგობიანიopenjournals.ge-ის ადმინისტრატორი. შეხვედრა ჩატარდება zoom პლატფორმაზე.

 https://us02web.zoom.us/j/89971085518

მსგავსი სიახლეები

კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა 24.10.2020

კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა

წარმატებით დასრულდა იურიდიული კვლევის ცენტრისა და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის  ერთობლივი პროექტი, სალექციო კურსის...

ვრცლად
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად! 14.01.2020

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღი...

ვრცლად