
ნაბიჯი, კარიერული წინსვლისკენ!
BPW Georgia არის საერთაშორისო ორგანიზაციის (International Federation of Business and Professional Woman) წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც აერთიანებს ახალგაზრდა ქალებს და მიზნად ისახავს მათთვის ხელშეწყობას კარიერული განვითარების ადრეულ ეტაპზე.
ახალგაზრდული ფრთის წევრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიფართოვონ სანაცნობო წრე როგორც ლოკალურად, ასევე საერთაშორისო მასშტაბით. მათ საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ღონისძიებებში, რომლებიც ჩატარდება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ასევე, მიიღონ მხარდაჭერა და კონსულტაცია სხვადასხვა სფეროში კარიერული და პიროვნული ზრდისთვის, რაც მნიშვნელოვნად დაეხმარება ახალგაზრდებს აღმოაჩინონ საკუთარი თავი, გაიფართოვონ სანაცნობო წრე საერთაშორისო მასშტაბით და გადადგან პირველი ნაბიჯები კარიერულ კუთხით.
უახლოეს პერიოდში აღნიშნული ორგანიზაცია გეგმავს შეხვედრას თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებთან, სადაც დეტალურად იქნება განხილული სამომავლო ურთიერთანამშრომლობის საკითხები.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებული
დაიწყო სტატიების მიღება თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის შრომათა კრებულის გამოცემის მიზნით.
ვრცლად2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 22 თებერვალიდან!
2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 22 თებერვალ...
ვრცლად