პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე! არ გამოტოვოთ...
პიტესტის უნივერსიტეტი გიწვევთ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე!
არ გამოტოვოთ...
2023 წლის 26 მაისს რუმინეთის, პიტესტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, სადაც ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი.
გაცნობებთ, რომ საერთაშორისო კონფენერენციის სამეცნიერო კომიტეტის წევრად პიტესტის უნივერსიტეტის მიერ დასახელდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, სამართლის დოქტორი, აფილირებული პროფესორი ლია ჭიღლაშვილი, ხოლო საორგანიზაციო კომიტეტის წევრად შეირჩა თჰუ-ს საერთაშორისო სამსახურის უფროსი ქეთი ცერცვაძე.
პიტესტის უნივერსიტეტის ეკონომიკურ მეცნიერებათა და სამართლის ფაკულტეტსა და თჰუ-ს სამართლის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტს შორის ხელი მოეწერა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო კონფერენციების სამეცნიერო და საორგანიზაციო საკითხების ხელშეწყობას.
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული დოკუმენტები
მსგავსი სიახლეები
საჯარო ლექცია თემაზე - ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკა და საქართველოს ეკონომიკის გამოწვევები
2019 წლის 27 მარტს 12:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცე...
ვრცლადტრენინგი: ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგის მეთოდები და მექანიზმები
პარასკევს 13 დეკემბერს 14 საათზე საკონფერენციო დარბაზში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის წ...
ვრცლად