უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება. 04.07.2023

უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნივერსიტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის 27 ივნისს ჩატარდა ტრენინგი თემაზე: „უმაღლესი საგანმანათლებლო აკადემიური პროგრამის სწავლის შედეგების ფორმირება და შეფასება.“ ტრენინგი ჩაატარა პროფესორმა დავით სიხარულიძემ.

ტრენინგის ფარგლებში განხილულ იქნა: უმაღლესი აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამების მარეგულირებელი ნორმატიული ჩარჩო; პროგრამის მიზნებისა და სწავლის შედეგების ფორმირების საკითხები, ბლუმის ტაქსონომიური ზმნების გამოყენების თავისებურებები; პროგრამის სასწავლო კურსებისა და სწავლის შედეგების ურთიერთკავშირის რუკის აგების საკითხები; პროგრამის სწავლის შედეგების შეფასების მეთოდოლოგია, შეფასების მეთოდების და ინტენსივობის განსაზღვრის საკითხები; პროგრამის სამიზნე ნიშნულების დადგენის სპეციფიკა; პროგრამის გასაუმჯობესებლად სწავლის შედეგების შეფასების გამოყენება და სხვა.

ტრენინგში მონაწილე აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის გაიცემა ტრენინგის გავლის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიური კვირეული 08.11.2020

გენოციდის შესახებ ცნობიერების ამაღლების ყოველწლიური კვირეული

ყოველი წლის 9 დეკემბერს, მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული...

ვრცლად
ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიების შესახებ 11.02.2021

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიების შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 29 იანვარს ...

ვრცლად