მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!
2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის, მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის განისაზღვრა ვაკანტური ადგილები:
- სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 10 ვაკანტური ადგილი;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ვაკანტური ადგილი;
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (რუსულენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 5 ვაკანტური ადგილი;
- დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 10 ვაკანტური ადგილი;
- დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (რუსულენოვანი) – 7 ვაკანტური ადგილი;
- დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ინგლისურენოვანი) – 5 ვაკანტური ადგილი;
მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/
რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2023 წლის 21 აგვისტოდან - 2023 წლის 07 სექტემბრის 18:00 საათამდე. ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა სტუდენტის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადება და საჭირო საბუთების წარმოდგენა:
ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;
ბ) ატესტატის ასლი;
გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);
დ) აკადემიური ცნობა;
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;
ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;
ი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი; (უცხოელებისათვის);
კ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება (უცხოელებისათვის).
საბუთების მიღება ხორციელდება 2023 წლის 12 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.
ჩარიცხვის მსურველებს 2023 წლის 19 სექმტემბერს 14:00 საათზე ჩაუტარდებათ გამოცდა ქართული/ინგლისური/რუსული ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით.
მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 597 540 096;
მსგავსი სიახლეები
Erasmus+ ფარგლებში თჰუს 2 სტუდენტი პიტესტის უნივერსიტეტში ისწავლის
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტსა და პიტესტის უნივერსიტეტს (რუმინეთი) შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, Erasmus+ პროგრ...
ვრცლად