
წარმატებული პროექტი “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის”
2023 წლის 16 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, პროექტის “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის” შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა.
კონფერენიციის მონაწილეთა შორის იყვნენ ანალიტიკური სტატიების კონკურსში შერჩეული ნაშრომების ავტორები და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წევრები.
კონფერენციის თემატიკა მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა, სადაც განიხილეს შემდეგი საკითხები: სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვა თაშესაფრის მაძიებელთა სტატუსის განსაზღვრის საქმეებზე საქართველოში: არსებული პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციები; განათლების უფლების რეალიზება იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთათვის (გამოწვევები და რეკომენდაციები); მუსლიმი მესხები - სამშობლოს გარეშე დარჩენილი ადამიანების ინტეგრაციასა და რეპატრიაციასთან დაკავშირებული გამოწვევები; ლტოლვილთა ინტეგრაციის ხელშეწყობა ქართულ საზოგადოებაში; საქართველოს ტერიტორიაზე კონფლიქტების შედეგად იძულებით გადაადგილებული პირების წინაშე არსებული გამოწვევები საცხოვრებლის ჭრილში და ქალთა მიმართ ძალადობა, როგორც გენდერული დევნა ლტოლვილთა საერთაშორისო სამართალში.
კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოში უკრაინელი ლტოლვილების ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერის CARE Caucasus-ის პროგრამის ასისტენტი, ოლჰა ჟაკუნეთსი და საქართველოში ლტოლვილთა მიერ დაარსებული პირველი ორგანიზაციის, მრავალფეროვნების ექოს წარმომადგენელი, აჰმედ აქილმი.
დასასრულს, კომპეტენტურმა ჟიურიმ გამოავლინა კონკურსის გამარჯვებულები თამარ მაზანაშვილი და ნინო ჭედია. ტრენინგ-კურსისა და კონფერენციის სხვა მონაწილეებს კი გადაეცათ სერტიფიკატები.
პროექტი “ახალგაზრდები ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა გაძლიერებისთვის” კავკასიური სახლისა და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის “International Alert”-ისა და USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
მსგავსი სიახლეები
2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში
2020 წლის 3 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zo...
ვრცლადსტიპენდიები, სასწავლო პროგრამები (საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო) და მოკლევადიანი კურსები საზღვარგარეთ - განათლების საერთაშორისო ონლაინ გამოფენა თბილისი 2021
გამოფენა ტარდება მათთვის, ვინც დაინტერესებულია საზღვარგარეთ სწავლით, სტიპენდიებისა და გრანტების მიღებით, სტაჟირებით, საზაფხულო სკოლებით, მ...
ვრცლადმასტერკლასი ბიზნესში
2020 წლის 3 ივლისს, 18:00 საათზე, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტი გიწვევთ ბიზნესის მასტერკლასზე...
ვრცლად