
სამართლის პროგრამაზე ახალი სასწავლო კურსი „დემოკრატია და მოქალაქეობა" დაინერგა
2023 წლის 5 ოქტომბერს, IFES-ის, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის (CELA)-სა და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის უპირველესი მიზანია, უნივერსიტეტში დაინერგოს IFES-ის მიერ შემუშავებული სამოქალაქო განათლების კურსის „დემოკრატია და მოქალაქეობის“ სწავლება და ამაღლდეს სტუდენტების სამოქალაქო კომპეტენციები.
თავის მხრივ, IFES, სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციასთან (CELA) ერთად და USAID-ის თანადგომით, იზრუნებს სამოქალაქო განათლების კურსის ლექტორთა გადამზადებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სტუდენტების აქტიურ მონაწილეობაზე, რომელიც განსაზღვრავს საქართველოში დემოკრატიის განვითარებასა და მდგრადობას.
მსგავსი სიახლეები
პირველკურსელთა მისასალმებელი წვეულება!
2019 წლის 27 ოქტომბერს 18:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართება პირველკურსელთა მ...
ვრცლად