მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ! 31.01.2024

მობილობის წესით გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

მობილობის წესით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველთა საყურადღებოდ!

* 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის, მობილობის წესით, სტუდენტთა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გადმოსვლისათვის განისაზღვრა ვაკანტური ადგილები:

- სამართლის საბაკალავრო პროგრამა – 2 ვაკანტური ადგილი;

- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (ქართულენოვანი) – 3 ვაკანტური ადგილი;

- ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა – 3 ვაკანტური ადგილი;

- დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიანი პროგრამა (ქართულენოვანი) – 2 ვაკანტური ადგილი;

-> მობილობის წესით სწავლის გაგრძელების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე: https://students.emis.ge/

რეგისტრაციის ვადა განსაზღვრულია 2024 წლის 30 იანვრიდან - 2024 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე.

ელექტრონულ პორტალზე დადებითი შედეგის შემთხვევაში საჭიროა სტუდენტის თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში გამოცხადება და საჭირო საბუთების წარმოდგენა:

ა) პირადობის მოწმობის (ან პასპორტის) ასლი;

ბ) ატესტატის ასლი;

გ) ჩარიცხვის ბრძანების ასლი ან ამონაწერი (იმ უსდ-დან, რომლიდანაც გადმოდის);

დ) აკადემიური ცნობა;

ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ;

ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის სათანადოდ დამოწმებული ასლები;

ზ) წვევამდელის სამხედრო - სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) ფოტოსურათი ¾ - ბეჭდური 3 ცალი;

ი) უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტი;

კ) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე ბრძანება. (უცხოელებისათვის).

-> საბუთების მიღება ხორციელდება 2024 წლის 10 თებერვლიდან 15 თებერვლის ჩათვლით 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

- ჩარიცხვის მსურველებს 2024 წლის 16 თებერვალს 14:00 საათზე ჩაუტარდებათ გამოცდა ქართული/ინგლისური/რუსული ენის B2 დონეზე ცოდნის დადასტურების მიზნით.

->მობილობის წესებისა და პროცედურების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით შემდეგ ნომერზე: 255 24 24; 254 59 08;

მსგავსი სიახლეები

ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა 05.11.2021

ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვებისა და მართვის პროგრამა

გაცნობებთ რომ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ინიციატივით 10-11 ნოემბერს ჩატარდება ტრენინგი თემაზე ,,ზოტერო - სამეცნიერო წყაროების შეგროვე...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 01.07.2021

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია...

ვრცლად
სასერტიფიკატო კურსები ქართული ენის მიმართულებით 29.05.2023

სასერტიფიკატო კურსები ქართული ენის მიმართულებით

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივ...

ვრცლად