გაფორმდა ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი თჰუ-სა და აუდიტორულ კომპანია G-Roi-ის შორის 15.04.2024

გაფორმდა ურთიერთთანამშომლობის მემორანდუმი თჰუ-სა და აუდიტორულ კომპანია G-Roi-ის შორის

2024 წლის 11 აპრილს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მასპინძლობდა საჯარო ლექციას, რომელიც „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამის ახალმა დამსაქმებელმა ჩაატარა.

 

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა და G-Roi-ის გენერალურმა დირექტორმა - ეკა რუხაძემ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

 

"ეს დღე არის ძალიან მნიშვნელოვანი პირადად ჩემთვის, ვინაიდან ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ სტუდენტების წინაშე - იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც ახლა ირჩევენ გზებს, რაზეც დიდწილად დამოკიდებულია მათი პროფესიული მომავალი და უსაზღვროდ მიხარია, რომ ამ საკითხში თავის პოზიტიურ წვლილს ჩვენი კომპანიაც შეიტანს." - აღნიშნა G-Roi-ის მმართველმა პარტნიორმა ეკა რუხაძემ მის საჯარო მოხსენებაში, რომლის ფარგლებშიც მან სტუდენტებს გაუზიარა საკუთარი გამოცდილება მარცხისა და წარმატებების შესახებ, ასევე გააცნო ის ძირითადი გამოწვევები და ეთიკური ნორმები, რომლებიც აუდიტორის პროფესიის შემადგენელი ნაწილია.

მსგავსი სიახლეები

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში 16.10.2020

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში&ldqu...

ვრცლად
საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ  სასწავლო უნივერსიტეტში 26.09.2020

საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

კოლეგებო, ორშაბათს, 28 სექტემბერს გიწვევთ ონლაინ საინფორმაციო შეხვედრაზე თბილისის ჰუმ...

ვრცლად
ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 24.05.2016

ვიზიტი საქართველოს პარლამენტში

2015 წლის 12 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები საქართვლოს საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს სტუმრობდნენ....

ვრცლად